„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.947
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №422/ნ
2009 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების (სსმ III, №36 25.03.09. მუხლი №419) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №14-ში (დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი (პროგრამის კომპონენტები და ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ბიუჯეტი
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 6515.81 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| 1 | ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი | 1325.9 |
| 2 | პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი | 266.7 |
| 3 | გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი | 200.0 |
| 4 | დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი | 710.0 |
| 5 | იმუნიზაციის კომპონენტი | 2898.71 |
| 6 | უსაფრთხო სისხლის კომპონენტი | 900.0 |
| 7 | ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი | 214.5 |
|
| სულ | 6515.81 |
“.
ბ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
„1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 898.71 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
|
| ქვეკომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| 1 | ვაქცინების შესყიდვა | 2 394.36 |
| 2 | სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა | 34.350 |
| 3 | აცრა-ვიზიტები | 450.0 |
| 4 | განბაჟების ხარჯები | 20.0 |
|
| სულ | 2 898.71 |
2. იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი:
ა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში BCG, DPT-3, POLIO-3, მოცვა მინიმუმ 90% და HPB-3, მინიმუმ 80%;
ბ) 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში DPT-4, POLIO-4 და MMR მოცვა მინიმუმ 90%;
გ) რევაქცინაცია 5-დან 6 წლამდე ასაკში DT, POLIO-5, MMR მოცვა მინიმუმ 90%. (აუცილებელია ვაქცინებით რეგულარული უზრუნველყოფა);
დ) რევაქცინაცია 13-14 წლის ასაკში TD, MMR მოცვა მინიმუმ 90%.
3. აცრა- ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი