საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
ძალის დაკარგვა 02.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.984
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 29/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.03.2008
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.02.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.984
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №236
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №65 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №311 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ე) ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და რეგისტრაცია;
თ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება სამართლის ცალკეულ სფეროებში;
ბ) სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება;
გ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის, აგრეთვე სამართლის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივების შესწავლა;
დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი;
ე) ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლა და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ვ) ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ზ) მინისტრის, ან უფლებამოსილების განაწილების მიხედვით, მინისტრის მოადგილის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
თ)ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და რეგისტრირებული აქტის სამართლებრივ დასკვნასთან ერთად გადაგზავნა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის;
ი) თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია;
კ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საჯარო სამართლის სამმართველო;
ბ) კერძო სამართლის სამმართველო;
გ) სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამმართველო;
დ) კონსტიტუციური სამართლის სამმართველო;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველო.
მუხლი 9🔗
1. საჯარო სამართლის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
გ) შეისწავლის საჯარო სამართლის სფეროში ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კერძო სამართლის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს კერძო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს კერძო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
გ) შეისწავლის კერძო სამართლის სფეროში ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, აგრეთვე ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
გ) შეისწავლის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. კონსტიტუციური სამართლის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს კონსტიტუციური სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს კონსტიტუციური სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
გ) შეისწავლის კონსტიტუციური სამართლის სფეროში ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას – უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს შესაბამის სამართლებრივ დასკვნებს;
ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოში შედის:
ა) იმერეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ხონის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოს, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი);
ბ) კახეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ახმეტის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები);
გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი);
დ) გურიის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);
ე) შიდა ქართლის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის, ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტები);
ვ) ქვემო ქართლის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი);
ზ) მცხეთა-მთიანეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, ახალგორის და თიანეთის მუნიციპალიტეტები);
თ) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);
ი) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტები);
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის მუნიციპატეტები და თვითმმართველი ქალაქი ბათუმი).
7. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს განყოფილებების კომპეტენციას შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი (გარდა ქ. თბილისის და აჟარის მუნიციპალიტეტის) თვითმმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
ბ) ადგილობრივი (გარდა ქ. თბილისისა და აჟარის მუნიციპალიტეტის) თვითმმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეეტრში რეგისტრაცია;
გ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა ქ. თბილისისა და აჟარის მუნიციპალიტეტისა) ნორმატიული აქტებისა და ამ აქტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის გადაგზავნა;
დ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირებას;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-
მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორის მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამის განყოფილებას; უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის;
გ) მის მიერ განაწილებული მოვალეობების შესაბამისად უშუალოდ ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და რეგისტრაციას;
დ) უზრუნველყოფს რეგისტრირებული ნორმატიული აქტისა და ამ აქტის მიმართ შედგენილი სამართლებრივი დასკვნის გადაგზავნას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის;
ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსის წინაშე იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ვ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის წინაშე;
ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, აგრეთვე სამინისტროს მიერ განყოფილებისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობაზე;
თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. განყოფილების უფროსის არყოფნის ან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის ბრძანებით ახორციელებს ამავე განყოფილების ან ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს ერთ-ერთი მრჩეველი.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) განყოფილების მრჩევლები;
გ) დეპარტამენტის სპეციალისტი;
დ) განყოფილების სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.