📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 29.12.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
ძალის დაკარგვა 15.07.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.013.986
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 29/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,519 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2009 მიღება
01.01.2010 ძალაში შესვლა
15.07.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოს დედაქალაქი თბილისი
2 აჟარის მუნიციპალიტეტი
3 მესტიის მუნიციპალიტეტი
4 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
5 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
6 ხობის მუნიციპალიტეტი
7 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
8 სენაკის მუნიციპალიტეტი
9 მარტვილის მუნიციპალიტეტი
10 აბაშის მუნიციპალიტეტი
11 თვითმმართველი ქალაქი ფოთი
12 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
13 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
14 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
15 ლენტეხის მუნიციპალიტეტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:left; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:left; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:left; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:left; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:left; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 51.0pt 1.0in 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:89.85pt 1.0in 89.85pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.013.986 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №238 2009 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულება“. 2. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის თანდართული ფორმა (დანართი №1). 3. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №2). 4. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №3). 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანება. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2011 წლის 1 იანვრამდე. ზ. ადეიშვილი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულება     მუხლი 1🔗 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) მიზანია საქართველოში მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗 1. ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა, სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე). 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).     მუხლი 3🔗 1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარდგენა სავალდებულოა. 2. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სარეგისტრაციოდ წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.     მუხლი 4🔗 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მონაცემების შეტანა ხორციელდება როგორც სარეესტრო ჩანაწერით, ისე კომპიუტერული წესით.     მუხლი 5🔗 1. ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადასცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი, ამავე ვადაში, სარეგისტრაციოდ გადასცეს სამინისტროს. 2. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული ვერსიის სახით. 3. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე „WINDOWS“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: SYLFEAN, LITNUSX ან ACADNUSX. 4. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტებისა) სამინისტროს („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“) გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იქნეს აგრეთვე ნორმატიული აქტის ელექტრონული ვერსია. ნორმატიულ აქტებს (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა), უნდა დაერთოს სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. 5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება მარეგისტრირებელ ორგანოში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს). სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის ერთ ეგზემპლარს, მისი რეგისტრაციის შემდეგ, დასკვნასთან ერთად, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. 6. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის ყველა ეგზემპლარს მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით. 7. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ნორმატიული აქტი ასევე უნდა იყოს დამოწმებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უფლებამოსილი პირის (ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების შემთხვევაში – დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამმართველოს უფროსის ან ამავე სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით. 8. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იყოს აკინძული. ამ შემთხვევაში ბეჭედი და ხელმოწერა უნდა დაესვას ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი. 9. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 10. ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნულ უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 11. საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება; გ) ნორმატიული აქტის სათაური; დ) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი; ე) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის); ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ზ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი; თ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.     მუხლი 6🔗 „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ „თ“ ქვეპუნქტების მონაცემები.     მუხლი 7🔗 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს.     მუხლი 8🔗 1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები: № ნორმატიული აქტის სახე კოდი 1 საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი 01 2 საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება 02 3 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 03 4 საქართველოს ორგანული კანონი 04 5 საქართველოს კანონი 05 6 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 06 7 საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი 07 8 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08 9 საქართველოს პარლამენტის დადგენილება 09 10 საქართველოს მთავრობის დადგენილება 10 11 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 11 12 ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება 13 13 აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება 14 14 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 15 15 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 16 16 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება 17 17 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 18 18 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 19 19 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება 20 20 საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 21 21 საქართველოს მინისტრის ბრძანება 22 22 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 25 23 თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება 41 24 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 42 25 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 43 26 აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება 44 27 სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება 45 28 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება 46 29 ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 47 30 ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება 48 31 სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი 40 2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები: № ნორმატიული აქტის სახე კოდი 1 ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია 29 2 ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 30 3 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 31 4 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 32 5 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 33 6 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 34 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები: № ნორმატიული აქტის სახე კოდი 1 მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 35 2 ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება 36 3 ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება 37 4 ქ. თბილისის მერის (რაიონის გამგებლის) ბრძანება 38     მუხლი 9🔗 1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდი: № ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) კოდი 1 საქართველოს პარლამენტი 001 2 საქართველოს პრეზიდენტი 002 3 საქართველოს მთავრობა 003 4 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო 004 5 ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია 006 6 აუდიტორული საქმიანობის საბჭო 007 7 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 008 8 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 009 9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 010 10 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 011 11 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 012 12 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 013 13 საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 014 14 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო 017 15 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 022 16 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 023 17 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი 024 18 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი 025 19 საქართველოს თავდაცვის მინისტრი 026 20 საქართველოს იუსტიციის მინისტრი 027 21 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი 028 22 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი 029 23 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 030 24 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 032 25 საქართველოს ფინანსთა მინისტრი 033 26 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 034 27 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 035 28 საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 037 29 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 038 30 თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი 046 31 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 047 32 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი 048 33 აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი 048 34 სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი 050 35 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი 051 36 ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი 052 37 ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო 053 38 სხვა ადმინისტრაციული ორგანო 036 2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: № ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) კოდი 1 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 049 2 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 040 3 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი 041 4 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 042 3. თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები: № თვითმმართველი ერთეული კოდი 1 საქართველოს დედაქალაქი თბილისი 101 2 აჟარის მუნიციპალიტეტი 102 3 მესტიის მუნიციპალიტეტი 103 4 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 104 5 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 105 6 ხობის მუნიციპალიტეტი 106 7 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 107 8 სენაკის მუნიციპალიტეტი 108 9 მარტვილის მუნიციპალიტეტი 109 10 აბაშის მუნიციპალიტეტი 110 11 თვითმმართველი ქალაქი ფოთი 111 12 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 112 13 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 113 14 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 114 15 ლენტეხის მუნიციპალიტეტი 115 16 ცაგერის მუნიციპალიტეტი 116 17 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 117 18 ონის მუნიციპალიტეტი 118 19 ხონის მუნიციპალიტეტი 119 20 სამტრედიის მუნიციპალიტეტი 120 21 ვანის მუნიციპალიტეტი 121 22 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 122 23 თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 123 24 ბაღდათის მუნიციპალიტეტი 124 25 ტყიბულის მუნიციპალიტეტი 125 26 თერჯოლის მუნიციპალიტეტი 126 27 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 127 28 ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 128 29 ჭიათურის მუნიციპალიტეტი 129 30 საჩხერის მუნიციპალიტეტი 130 31 ქობულეთის მუნიციპალიტეტი 131 32 თვითმმართველი ქალაქი ბათუმი 132 33 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 133 34 ქედის მუნიციპალიტეტი 134 35 შუახევის მუნიციპალიტეტი 135 36 ხულოს მუნიციპალიტეტი 136 37 ადიგენის მუნიციპალიტეტი 137 38 ახალციხის მუნიციპალიტეტი 138 39 ბორჯომის მუნიციპალიტეტი 139 40 ასპინძის მუნიციპალიტეტი 140 41 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 141 42 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 142 43 ხაშურის მუნიციპალიტეტი 143 44 ქარელის მუნიციპალიტეტი 144 45 თიღვის მუნიციპალიტეტი 145 46 ქურთის მუნიციპალიტეტი 146 47 ერედვის მუნიციპალიტეტი 147 48 გორის მუნიციპალიტეტი 148 49 კასპის მუნიციპალიტეტი 149 50 ახალგორის მუნიციპალიტეტი 150 51 ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 151 52 დუშეთის მუნიციპალიტეტი 152 53 მცხეთის მუნიციპალიტეტი 153 54 თიანეთის მუნიციპალიტეტი 154 55 წალკის მუნიციპალიტეტი 155 56 დმანისის მუნიციპალიტეტი 156 57 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 157 58 ბოლნისის მუნიციპალიტეტი 158 59 მარნეულის მუნიციპალიტეტი 159 60 თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 160 61 გარდაბნის მუნიციპალიტეტი 161 62 ახმეტის მუნიციპალიტეტი 162 63 თელავის მუნიციპალიტეტი 163 64 ყვარლის მუნიციპალიტეტი 164 65 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 165 66 გურჯაანის მუნიციპალიტეტი 166 67 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 167 68 სიღნაღის მუნიციპალიტეტი 168 69 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 169 დანართი №1 საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა № ნორმა-ტიული აქტის სახე ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება ნორმა-ტიული აქტის სათაური მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) გამოქვეყ-ნების წყარო და თარიღი ნორმა-ტიული აქტის სახელ-მწიფო სარეგის-ტრაციო კოდი ნორმა-ტიულ აქტში ცვლილე-ბისა და დამატების შეტანის თარიღი 2 სმ. 4 სმ. 4 სმ. 10 სმ. 3 სმ. 3 სმ. 5 სმ. 4 სმ. 4 სმ. 7 სმ. დანართი №2 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა № საერთა-შორისო ხელშეკ-რულების სახე საერთაშო-რისო ხელშეკ-რულების მიმღები ორგანო (ხელშემ-კვრელი მხარეები) საერთაშორისო ხელშეკრულების სათაური საერთა-შორისო ხელშეკ-რულების ხელმო-წერის თარიღი და ადგილი ინფორმაცია შიდა სახელმწი-ფოებრივი პროცედუ-რების განხორციე-ლების შესახებ საქართვე-ლოსათვის საერთა-შორისო ხელშეკ-რულების ძალაში შესვლის თარიღი საგარეო საქმეთა სამინის-ტროს მიერ მინიჭე-ბული სარეგის-ტრაციო ნომერი გამოქ-ვეყნე-ბის წყარო და თარიღი სახელმწიფო სარეგისტრა-ცო კოდი საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლებაში შეტანილი ცვლილების და დამატების შეტანის თარიღი 2 სმ. 3 სმ. 4 სმ. 8 სმ. 3 სმ. 4 სმ. 3 სმ. 3 სმ. 4 სმ. 4 სმ. 7 სმ. დანართი №3 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა № ნორმა-ტიული აქტის სახე ნორმატიუ-ლი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებო-ბის პირის) სახელწო-დება ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრა-ციო ნომერი ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრა-ციო კოდი ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი 2 სმ. 4 სმ. 4 სმ. 10 სმ. 3 სმ. 3 სმ. 5 სმ. 4 სმ. 7 სმ.