⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2018)
გაუქმებულია:

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 29.12.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
ძალის დაკარგვა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №903
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.014.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 159, 30/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,719 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2009 მიღება
01.01.2010 ძალაში შესვლა
01.06.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 48.0pt 1.0in 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.014.002 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №903 2009 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და �საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის �მ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. ხ. კალმახელიძე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულება თავი I ზოგადი დებულება ��� მუხლი 1🔗 1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში � პრობაციის ეროვნული სააგენტო) შექმნილია �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე. 3. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42. თავი II არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები და უფლებამოსილებანი ��� მუხლი 2🔗 პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: სასჯელის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია). ��� მუხლი 3🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის შრომითი უფლებები დაცულია კანონით. ��� მუხლი 4🔗 პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში � პრობაციის ბიურო) მიერ �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას; ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები; გ) შეიმუშაოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები; დ) ორგანიზება გაუკეთოს პრობაციის ბიუროს ოფიცერთა (შემდგომში � პრობაციის ოფიცერი) კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს; ე) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის საჭირო პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა; ვ) განახორციელოს პრობაციის ოფიცერთა საქმიანობის რევიზია და კონტროლი; ზ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები; თ) განიხილოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები; ი) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი; კ) დაამყაროს საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან; ლ) დადოს ხელშეკრულება ორგანიზაციებთან, სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან; მ) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში; ნ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. თავი III პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა ��� მუხლი 5🔗 1. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი (შემდგომში � სააგენტოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და ზედამხედველობას უწევს ტერიტორიულ ორგანოებს � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს; გ) იღებს გადაწყვეტილებებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) ზედამხედველობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, კომპეტენციის ფარგლებში �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ�� საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდებების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს; ზ) პასუხისმგებელია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით; ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესს, საქმისწარმოებისა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს; ლ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; მ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები; ო) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს; პ) შეიმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ბიუეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს; ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება �საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფ ციის შესახებ� საქართველოს კანონით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის და სააგენტოს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობები რეგულირდება �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით. ��� მუხლი 6🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აკონტროლებს პრობაციის ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს; ე) უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სააგენტოს მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. თავი IV პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი ��� მუხლი 7🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისგან � პრობაციის ბიუროებისაგან, რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) ეკონომიკური სამმართველო; გ) აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) თბილისის პრობაციის ბიურო; ბ) იმერეთის პრობაციის ბიურო; გ) ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო; დ) შიდა ქართლის პრობაციის ბიურო; ე) კახეთის პრობაციის ბიურო; ვ) გურიის პრობაციის ბიურო; ზ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო; თ) მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო; ი) სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო; კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო; ლ) აჭარის პრობაციის ბიურო. ��� მუხლი 8🔗 1. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და მოადგილის დავალებებსა და მითითებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. ��� მუხლი 9🔗 1.� ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა კანონმდებლობასთან; სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე, უფლებამოსილების ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება; გ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა; დ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა; ე) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2.� ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 3. აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) მოითხოვოს სტატისტიკური ანგარიში და მოახდინოს სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა; გ) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და კონტროლი; დ) შეიმუშაოს სტატისტიკური ფორმები; ე) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ მათი ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადების უზრუნველყოფა; დ)���� თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კომპიუტრული ბაზების, მათთან მუშაობის წესებისა და ნორმების შემუშავება, სააგენტოს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სააგენტოს სერვერული ცენტრის ადმინისტრირება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. ��� მუხლი 10🔗 პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით � პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო � პრობაციის ბიურო�. ��� მუხლი 11🔗 პრობაციის ბიუროს მიზანია �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ��� მუხლი 12🔗 პრობაციის ბიურო უფლებამოსილია: ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას; ბ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი; გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. ��� მუხლი 13🔗 1. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი. 2. პრობაციის ბიუროს უფროსი: ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით; ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე; გ) პერიოდულად მოახსენებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ; დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს; ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე. ��� მუხლი 14🔗 1. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი. 2. პრობაციის რეგიონალური ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი თავის უფლებამოსილებას დროებით ანიჭებს ერთ-ერთ პრობაციის ოფიცერს. ��� მუხლი 15🔗 1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ქ. თბილისი. 2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე � დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ� საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია. 5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღ ვროს თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 6. გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. �� 9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 11. აჭარის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. ��� მუხლი 16🔗 პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და პრობაციის ბიუროს დასახელება. ��� მუხლი 17🔗 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებობით დადგენილი წესით. თავი V პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი ��� მუხლი 18🔗 პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დასახული მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა სახელმწიფო ქონება. ��� მუხლი 19🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. აკრძალულია აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება. ��� მუხლი 20🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება პრობაციის ეროვნული საგენტოს უფროსის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების განხორციელების პროცესში კანონით დადგენილი საფასურისგან მიღებული სახსრები ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო ჯარიმებისგან მიღებული სახსრები ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. ��� მუხლი 21🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ახორციელებს სამინისტრო. 2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. ��� მუხლი 22🔗 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანხმობით პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ა�� ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.