,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№924
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.014.007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.007

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №924

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ. 2025) დამტკიცებულ „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-7 პუნქტი.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ წესების მე-2 მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. იდენტური საქონელი არის საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.

3. უმნიშვნელო გარეგნულ განსხვავებებად განიხილება შემდეგი სახის განსხვავებები:

ა) განსხვავება ზომებში (მაგ., ფეხსაცმელი 41 და 43 ზომის ჩაითვლება იდენტურ საქონლად, თუ მათი ყველა სხვა პარამეტრი იდენტურია. განსხვავებული ზომის ტანსაცმელი და ა.შ.);

ბ) განსხვავება ეტიკეტებში (მაგ.: ეტიკეტის მასალა ქაღალდი, მუყაო, გამოყენებული პოლიგრაფია, ეტიკეტის დიზაინი და ა.შ.);

გ) განსხვავება ფერში, იმ პირობით, რომ ფერი არ წარმოადგენს ფასის წარმოქმნის ფაქტორს.

მაგალითი 1:

საქონლის, კერძოდ, თუნუქის ექსპორტი ხორციელდება ერთი და იმავე ქვეყნიდან ორი სხვადასხვა მყიდველის მიერ, ამასთან, თუნუქის ქიმიური შემადგენლობა, ფურცლების ზომები და დამუშავების ხარისხი ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ თუნუქის ფურცლები იმპორტირებულია, ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის კორპუსის დეტალების დასამზადებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში ღუმლების დასამზადებლად, თუნუქი ჩაითვლება იდენტურად.

მაგალითი 2:

ერთი და იმავე მწარმოებლის საშპალიერე ქაღალდი, იმპორტირებულია ბითუმად მოვაჭრისა და მხატვარ-დეკორატორის მიერ, ეს გარიგებები ჩაითვლება იდენტურ საქონლის გარიგებად ამ მეთოდის მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ფასი, რომელიც გადაიხადა თითოეულმა მათგანმა, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ღირებულების კორექტირება კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის განსხვავების გათვალისწინებით.

მაგალითი 3:

წარმოდგენილია მონაცემები საქართველოში იმპორტირებული კაბების ორი ოპერაციის შესახებ, რომლებიც წარმოებულია ერთ ქვეყანაში, შეკერილია ერთი და იმავე ხარისხის 100% აბრეშუმისაგან, ერთი მოდელის მიხედვით, არის სხვადასხვა ფერის და ზომის, ამასთან, ერთ შემთხვევაში, კაბებს აქვთ ცნობილი მოდელიერის მარკა, მეორე შემთხვევაში კი არა. იმის გადასაწყვეტად, იქნება თუ არა ეს კაბები იდენტური, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სავაჭრო ნიშანი ზემოქმედებას ახდენს ბაზარზე საქონლის რეპუტაციაზე. ვინაიდან ცნობილი მოდელიერის მარკა განსაზღვრავს საქონლისათვის სხვა საბაზრო სეგმენტს და შესაბამისად, სხვა, უფრო მაღალი ღირებულების საქონლად აქცევს. აქედან გამომდინარე, ეს კაბები ვერ ჩაითვლება იდენტურ საქონლად.

მაგალითი 4:

გვაქვს იმპორტირებული ველოსიპედების ორი პარტია, წარმოებული ერთ ქვეყანაში, ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ, მასალები, ფერი, მოდელი ერთი და იგივეა, მაგრამ ერთი პარტია იმპორტირებულია დაშლილი სახით (საჭიროებს ადგილზე აწყობას), ხოლო მეორე აწყობილია. ვინაიდან ექსპორტირებისას ერთი პარტია აწყობილია, ხოლო მეორე საჭიროებს აწყობას, ისინი ვერ ჩაითვლება ერთი და იმავე ფიზიკური მახასიათებლების მქონედ და შესაბამისად არ ჩაითვლება იდენტურად.

4. „იდენტურ საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებულ იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორზეც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი).

მაგალითი 5:

ტელევიზორების მწარმოებელ იაპონურ კომპანიას შემუშავებული აქვს კონკრეტული საქონლის გაყიდვის დადგენილი სტრატეგია; განსაზღვრულია შესაბამისი გაყიდვის დონეები:

პირველი დონე – სათავო ოფისი იაპონიაში;

მეორე დონე – ევროპაში გაყიდვის ცენტრი გერმანიაში (ახორციელებს გაყიდვებს ევროპაში);

მესამე დონე – კავკასიის რეგიონალური გაყიდვის ცენტრი (ბაქოს ოფისი) ახორციელებს გაყიდვებს კავკასიაში;

ერთ კომერციულ დონეზე გაყიდულად ჩაითვლება ის გაყიდვები, რომლებიც შესაბამის დონეზე განხორციელდა (ორივე პირველ დონეზე სათავო ოფისიდან, ან ის სამი გაყიდვა, რომლებიც კავკასიის რეგიონალური გაყიდვის ცენტრიდან მოხდა);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

მაგალითი 6:

შესაფასებელი იმპორტირებული საქონლის პარტია შედგება 10 ერთეულისაგან, ხოლო იდენტური იმპორტირებული საქონელი, რომელზეც არსებობს ინფორმაცია, მიწოდებული იქნა 500 ერთეულის ოდენობით და ამასთანავე ცნობილია, რომ გამყიდველი ითვალისწინებს ფასდაკლებას რაოდენობის მიხედვით, მაშინ საჭირო კორექტირება შეიძლება განხორციელდეს გამყიდველის კატალოგიდან იმ ფასის ამორჩევით, რომელიც შეესაბამება 10 ერთეულის გასაყიდ ფასს. აღნიშნულის გათვალისწინებით საჭირო არ არის, რომ გაყიდვა განხორციელდეს 10 ერთეულის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ კატალოგი კეთილსინდისიერად არის შედგენილი სხვა მოცულობებით გაყიდვასთან დაკავშირებითაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ობიექტური საზომის გარეშე მიუღებელია საბაჟო ღირებულების დადგენა ამ წესების მე-3 მუხლის შესაბამისად.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი იდენტური საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება.

მაგალითი 7:

საბაჟო ღირებულების დადგენა ხდება იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით, საჭიროა დადგინდეს 20 ტონა შაქრის საბაჟო ღირებულება, რომელიც საქართველოში ჩამოიტანეს თურქეთიდან საზღვაო გზით (საზღვაო კონტეინერით), საბაჟოზე რეგისტრირებულია იდენტური საქონლის (შაქრის) იმპორტის ოპერაცია, გარიგება სრულად აკმაყოფილებს იდენტური საქონლის კრიტერიუმებს, შესყიდვა განხორციელდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეზე, ღირებულება განისაზღვრა გარიგების ფასის მეთოდით, მაგრამ საქონელი იმპორტირებული იყო ავტოტრანსპორტით. ამ შემთხვევაში დასაშვებია ღირებულების კორექტირება ტრანსპორტირების პირობების გათვალისწინებით, თუ არსებობს დადასტურებული მონაცემები ტრანსპორტირების ხარჯებში განსხვავების შესახებ. ასე მაგალითად, თუ სატრანსპორტო დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ ავტოტრანსპორტით ტრანსპორტირება 2 000 აშშ დოლარით ძვირი ღირს, ვიდრე საზღვაო კონტეინერით ტრანსპორტირება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს იდენტური გარიგების ფასის კორექტირება, კერძოდ, თუ იდენტური გარიგების ფასი (ავტოტრანსპორტით შემოტანილი 20 ტონა შაქრის საბაჟო ღირებულება-დადგენილი გარიგების ფასის მეთოდით) შეადგენდა პირობითად 15 000 აშშ დოლარს და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ შესაფასებელი საქონლის (საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი 20 ტონა შაქრის) ტრანსპორტირება 2 000 აშშ დოლარით ნაკლები ღირს, შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება და იდენტური საქონლის გარიგების ფასით დადგენილი ღირებულება იქნება 2 000 აშშ დოლარით ნაკლები – 13 000 აშშ დოლარი.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ წესების მე-2 მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

9. თუ გამოვლინდა იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, კორექტირების საფუძვლად, გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

10. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

მაგალითი 8:

საბაჟო ღირებულების იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდის დასადგენად განიხილება ორი გარიგება, რომლებიც დადებულია შესაფასებელი საქონლის იდენტურ საქონელზე. უნდა დადგინდეს ჩაითვლება თუ არა ეს ორი გარიგება ექსპორტირებულად იმავე ან თითქმის იმავე დროს, როცა განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

სამივე გარიგება დადებულია თურქეთიდან საქართველოში ფქვილის შემოტანაზე, შემოტანა ხორციელდებოდა ავტოტრასპორტით. სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით, შესაფასებელმა საქონელმა თურქეთი დატოვა 28 სექტემბერს, იდენტური საქონლის სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით მათ თურქეთის ტერიტორია დატოვეს ერთ შემთხვევაში, 8 სექტემბერს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, 25 ოქტომბერს. შესაბამისად შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღი იქნება 28 სექტემბერი, ხოლო იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღები 8 სექტემბერი (20 დღით ადრე) და 25 ოქტომბერი (27 დღის შემდეგ). ვინაიდან ორივე იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღის განსხვავება შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღისაგან 30 დღეზე ნაკლებია, ისინი ჩაითვლება ექსპორტირებულად იმავე ან თითქმის იმავე დროს.

11. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენისას, საბაჟო ორგანოს მიერ გამოიყენება ამ მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი ქმედებების თანმიმ-დევრობის ალგორითმი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


    

 

 


    

 

 

 

 

 

 

 

 


დგინდება:

არის თუ არ საქონლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებული საქართველოში?

 

 
    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


    

    

 

 

 

 

 


Text Box: არა         

არა

 
 

    

 

    

 

 

არა

 
 

    

გადადის მესამე მეთოდზე

 
    

დგინდება აუცილებლობა და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება

კორექტირება, რომელიც გამოწვეულია გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით

 

 
 

“.

 

 

 

 

 

 

 


3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ წესების მე-2 და მე-3 მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. მსგავსი საქონელი არის საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.

მაგალითი 1:

იმისათვის, რომ დადგინდეს არის თუ არა საქონელი შესაფასებლის მსგავსი, უნდა გაანალიზდეს შემდეგი პარამეტრები და მახასიათებლები:

ა) ფიზიკური მახასიათებლები:

ა.ა) ზომა და ფორმა;

ა.ბ) ტექნიკური და სხვა მახასიათებლები (სირთულის დონე, დამუშავების ხარისხი და სიზუსტე და ა.შ.);

ა.გ) დამზადების მეთოდიკა;

ბ) შემადგენელი მასალები:

ბ.ა) გამოყენებული მასალა (მინა, პლასტიკი და ა.შ.);

ბ.ბ) შავი მეტალი, ფერადი ან ძვირფასი მეტალი;

ბ.გ) ნაჭერი ან ქაღალდი და ა.შ;.

გ) ფუნქციები:

გ.ა) შესადარებელი და შესაფასებელი საქონლის მიერ შესასრულებელი ფუნქციები;

გ.ბ) მათი გამოყენების სფერო;

გ.გ) იგივე ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა;

დ) კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადობა, კერძოდ, მიიღებს თუ არა მყიდველი ერთ საქონელს მეორის ნაცვლად (როგორც საქონლის მიერ შესასრულებელი ფუნქციის, ასევე კომერციული მახასიათებლების გათვალისწინებით). ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქონლის ხარისხი, მისი რეპუტაცია ბაზარზე, სასაქონლო ნიშანი.

მაგალითი 2:

წარმოდგენილია ორი ერთნაირი ზომის საბურავების სასაქონლო პარტია. საბურავები დამზადებულია ერთ ქვეყანაში სხვადასხვა მწარმოებლის მიერ. ამასთან, ორივე სახის საბურავი ნიშანდებულია საკუთარი (ერთმანეთისაგან განსხვავებული) სასაქონლო ნიშნით. ამასთან ორივე მწარმოებელის საბურავებს ერთნაირი რეპუტაცია აქვთ საქართველოს ბაზარზე, მათი საქონელი დამზადებულია ერთნაირი სტანდარტების შესაბამისად და მათი ხარისხიც ერთნაირია. ორივე სახის საბურავი იყიდება საქართველოს ბაზარზე. განვიხილოთ ჩაითვლება თუ არა ისინი მსგავს საქონლად საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საბურავები ვერ ჩაითვლება ყოველმხრივ ერთნაირად (მხოლოდ ის ფაქტი, რომ განსხვავებული სავჭრო ნიშანი აქვთ, წარმოადგენს საფუძველს, რომ ისინი არ განიხილებოდნენ როგორც იდენტურები), იმის გათვალისწინებით, რომ საბურავები დამზადებულია ერთი სტანდარტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ ისინი დამზადებულია იმავე შემადგენელი მასალებისგან, აქვთ მსგავსი ხარისხი, შეუძლიათ შეასრულონ იგივე ფუნქციები. აქედან გამომდინარე, საბურავები შეიძლება განვიხილოთ მსგავს საქონლად საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნებისათვის.

მაგალითი 3:

საქონლის, მწვანე ფერის საღებავის, განკუთვნილის ქაღალდის შესაღებად და მწვანე ფერის საღებავის განკუთვნილის ნაჭრის შესაღებად ექსპორტი ხორციელდება ერთი და იმავე ქვეყნიდან ორი სხვადასხვა მყიდველის მიერ. იმისათვის რომ საქონელი ჩაითვალოს მსგავსად მათ უნდა შეეძლოთ შეასრულონ „იგივე ფუნქციები“, აქედან გამომდინარე ეს საღებავები არ წარმოადგენს მსგავს საქონელს. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნაჭრის საღებავი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქაღალდის შესაღებადაც, ქაღალდის საღებავს ვერ გამოვიყენებთ ნაჭრის შესაღებად.

მაგალითი 4:

განვიხილოთ ორი საქონელი: ფხვნილი – ნატრიუმის პეროქსიდი მათეთრებელი საშუალება და ფხვნილი – ნატრიუმის პეროქსიდი (განსაკუთრებული ხარისხის). ორივე ნივთიერებას აქვს ერთნაირი ქიმიური ფორმულა, მზადდებიან იმავე საწყისი ნედლეულისაგან მაგრამ ნატრიუმის პეროქსიდის (განსაკუთრებული ხარისხის) დამზადებისას გამოიყენება პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა იწარმოოს ქიმიურად სუფთა ნივთიერება (მასში უცხო მინარევების ოდენობა მინიმალურია).

ისინი ვერ ჩაითვლება  მსგავს საქონლად, ვინაიდან, მათ არ შეუძლიათ შეასრულონ იგივე ფუნქციები. ნატრიუმის პეროქსიდი (განსაკუთრებული ხარისხის) შეიძლება გამოყენებული იქნეს ლაბორატორიული კვლევების და ანალიზების დროს, ხოლო ფხვნილი ნატრიუმის პეროქსიდი (მათეთრებელი) იმავე ფუნქციას ვერ შეასრულებს.

3. „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

4. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომელიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

6. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი მსგავსი საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეძლება იყოს მხოლოდ ამ წესების მე-2 მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

8. თუ გამოვლინდა მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, კორექტირების საფუძვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

9. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

10. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენისას, საბაჟო ორგანოს მიერ გამოიყენება ამ მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი ქმედებების თანმიმდევრობის ალგორითმი:

 

დიახ

 

დგინდება:

 არსებობს თუ არა მონაცემები იმავე ქვეყანაში წარმოშობილ, მსგავს საქონელზე, რომელთა ღირებულება განისაზღვრა პირველი მეთოდით?

 

 

არა

 
 

 

 

 

 

 


    

არა

 

დგინდება:

 ექსპორტირებული იყო, თუ არა იმავე ან თითქმის იმავე დროს (განსხვავება 30 დღე), როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი?

 
 

    

 

 


დიახ

 
    

 

 

 

 

 

 

 

 


დიახ

 

დგინდება:

არის თუ არ საქონლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებული საქართველოში?

 

 
    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


    

    

 

 

 

 

 


Text Box: არა         

არა

 
 

    

 


    

 

 

 


გადადის მეოთხე ან მეხუთე მეთოდზე

 
         

 

“.

 

განისაღვრება მესამე მეთოდით

 

შეირჩევა უმცირესი ღირებულება

 
 

 

 

 


4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი

1. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) „იმპორტირებული საქონელი“ არის შესაფასებელი საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულების დადგენა ხდება ამ მუხლის შესაბამისად;

ბ) „იდენტური საქონელი“ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;

გ) „მსგავსი საქონელი“ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;

დ) „იმავე კლასის ან ტიპის საქონელი“ არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია იმპორტირებულ საქონელთან მი მართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს იმპორტირებული საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს იმპორტირებული საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც იმპორტირებული საქონლის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

2. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი საქონელი იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს უდიდესი საერთო ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს იმპორტის შემდეგ პირველსავე კომერციულ დონეზე განხორციელებული გაყიდვისას, შემდეგი გამოქვითვების პირობით:

ა) საკომისიოები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატები, რომლებიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯების დაფარვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან;

ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები და სხვა გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.

3. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული ან იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება (ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით) განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება იმპორტირებული საქონლის შემოტანის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში.

მაგალითი 1:

საქონელი იყიდება პრეისკურანტის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია ფასდაკლება ერთეულ პროდუქციაზე, როდესაც გაყიდვა ხორციელდება დიდი მოცულობით.

 

გასაყიდი

რაოდენობა

ერთეულის ფასი

გაყიდვის რაოდენობა თითოეული ფასის მიხედვით

თითოეული ფასის მიხედვით გაყიდულის საერთო რაოდენობა

1-10 ერთ.

100

5 ერთეულის 10 გაყიდვა

50

11-25 ერთ.

95

11 ერთეულის 5 გაყიდვა

55

25 ერთეულზე მეტი

90

30 ერთეულის 1 გაყიდვა.

50 ერთეულის 1 გაყიდვა

80

 

მაქსიმალურ დიდ პარტიაში საქონლის ერთეულის ფასი არის 90. ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც გაიყიდა მოცემული ფასით – 80.

მაგალითი 2:

 ხორციელდება ორი გაყიდვა. პირველი გაყიდვის დროს იყიდება 500 ერთეული, თითოეულის ფასია 95, ხოლო მეორე გაყიდვის დროს იყიდება 400 ერთეული, თითოეულის ფასია 90. საქონლის ერთეულის ფასი შეადგენს 95-ს.

 მაგალითი 3:

 საქონლის სხვადასხვა ოდენობა იყიდება სხვადასხვა ფასად:

 ა) გაყიდვები ერთი თვის განმავლობაში:

 

გაყიდვის მოცულობა

ერთეულის ფასი

40 ერთეული

100

30 ერთეული

90

15 ერთეული

100

50 ერთეული

95

25 ერთეული

105

35 ერთეული

90

5 ერთეული

100

 ბ) მთლიანად:

 

გაყიდული საქონლის

მთლიანი რაოდენობა

ერთეულის ფასი

65

90

50

95

60

100

25

105

 

ამ მაგალითში მაქსიმალურად დიდი ოდენობის პარტიამ შეადგინა 65 ერთეული, ამიტომ საქონლის ერთეულის ფასი არის 90.

4. თუ არც იმპორტირებული, არც იდენტური და არც მსგავსი საქონელი არ იყიდება საქართველოში იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა დეკლარანტის მოთხოვნით, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდგომ უდიდესი ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოქვითვები.

5. ელექტროენერგიის იმპორტის დროს საქონლის საბაჟო ღირებულების ერთეულის ფასის მიხედვით განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი.“.

 5. მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული საბაჟო გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად, ფასების მონაცემთა სისტემაში საქონელი იდენტიფიცირებული უნდა იქნეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით საქონლის დასახელების, სეს ესნ-ის კოდის, ზომის ერთეულის, ერთეულის ფასის, საქონლის წარმოშობის ქვეყნის (ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში) და ექსპორტიორი ქვეყნის მიხედვით. ამასთან, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრისას, ფასების მონაცემთა სისტემაში მოცემული საქონლის წარმოშობის და ექსპორტიორი ქვეყანა შეიძლება განსხვავდებოდეს შესაფასებელი საქონლის წარმოშობის და ექსპორტიორი ქვეყნისაგან.

6. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებებს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ წესების მე-2 მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;

ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები.

მაგალითი 1:

მყიდველი მწარმოებელს აწვდის ყალიბს, რომელიც გამოიყენება საქონლის წარმოებისათვის და დებს კონტრაქტს მწარმოებელთან ამ საქონლის 10 000 ერთეულის შეძენაზე. პირველი მიწოდების დროისათვის, რომლის მოცულობა შეადგენს 1 000 ერთეულს, მწარმოებელმა უკვე გამოუშვა ნაწარმი 4 000 ერთეული. დეკლარანტს შეუძლია მიმართოს საბაჟო ორგანოს თხოვნით, გაანაწილოს ყალიბის ღირებულება 1 000 ერთეულზე, 4 000 ერთეულზე ან 10 000 ერთეულზე;

გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად არ ჩაითვლება საქართველოში გაწეულ მომსახურებად და არ ექვემდებარებიან დღგ-ით უკუდაბეგვრას).

მაგალითი 2:

გამყიდველსა და მყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი – არარეზიდენტი საწარმო შეიმუშავებს და დაამზადებს საქართველოს ტერიტორიაზე ასაშენებელი ქარხნის საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციას და მიაწვდის დეკლარანტს 4 ეგზემპლარად ქაღალდზე. ხელშეკრულების მიხედვით, საინჟინერინგო მომსახურების მთლიანი საკომპენსაციო თანხა შეადგენს 200000 ლარს, აქედან მომსახურების ღირებულებად დაფიქსირებულია 190000 ლარი, ხოლო საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის ფასად – 10000 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში: იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების ნაწილი საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის გათვალისწინებით განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, საკომპენსაციო თანხიდან უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას დაექვემდებარება მომსახურების ღირებულება (190000 ლარი), ხოლო საქონლის (ფიზიკურ მატარებელზე გადატანილი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაცია) საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გარიგების ფასად ჩაითვლება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი (10000 ლარი).“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი