,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№905
სარეგისტრაციო კოდი
230.150.020.22.033.014.021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.014.021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №905

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 3 000 ლარზე ნაკლები ღირებულების (საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების) საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ექვემდებარება დეკლარირებას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც პირის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში – ,,სამთაწყარო“, ,,ახკერპი“ და ,,მტკვარი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.“.

2. 55 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,55. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული ,,ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილად განისაზღვროს – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.“.

3. 56 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 პუნქტი:

,,58. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი საქონელი (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც პირის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი