,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№908
სარეგისტრაციო კოდი
230.090.000.22.033.014.023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.014.023

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №908

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე (საბაჟო ორგანოში) დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) წარდგენა; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის წარდგენა; ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა), აგრეთვე საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევებში – წერილობითი ან ზეპირი დეკლარირება;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ (შემდგომში – მოწმობა) გამოწერა (გარდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით დეკლარირების, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევებისა).“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა), აგრეთვე საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლის შემთხვევაში პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანისას, სურვილის შემთხვევაში, წერილობითი დეკლარირების ფორმას – სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – ირჩევს ფიზიკური პირი.“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41მუხლი:

    „მუხლი 41. სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირება

ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებისას, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – საბაჟო ორგანოს სასაქონლო ზედნადებთან ერთად წარედგინება შესაბამისი დოკუმენტები.“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი საქონლის (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევაში:

ა) სასაქონლო ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე დაისმება საბაჟო დამღა ,,გაშვება ნებადართულია“ და მოწმდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და ხელმოწერით;

ბ) სასაქონლო ზედნადების მონაცემები ელექტრონულად აისახება საბაჟოს მონაცემთა ბაზაში;

გ) ზედნადების ერთი დამოწმებული ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, მეორე უბრუნდება პირს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი