სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2011
ნომერი №915
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.033.014.033
გამოქვეყნების წყარო სსმ, 159, 30/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ნაშთი პერიოდის დასაწყისში |
| 2 | მიმდინარე წლის მოცულობა |
| 3 | სულ (1+2) |
| 4 | ხარჯები |
| 5 | არაფინანსური აქტივების ზრდა |
| 6 | ფინანსური აქტივების ზრდა |
| 7 | ვალდებულებების კლება |
| 8 | სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული მოცულობა |
| 4.1 | შრომის ანაზღაურება |
| 4.2 | საქონელი და მომსახურება |
| 4.3 | პროცენტი |
| 4.4 | სუბსიდიები |
| 4.5 | გრანტები |
| 4.6 | სოციალური უზრუნველყოფა |
| 4.7 | სხვა ხარჯები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.08.2004
დოკუმენტის ტექსტი
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .5in .5in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.033.014.033
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №915
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი“ (დანართი №1) და „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა“ (დანართი №2).
2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიერ მიღებული გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა და განკარგვა განხორციელდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 თებერვლის №66 ბრძანება „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უწყებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციები;
ბ) მიზნობრივი დაფინანსება – საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნებისათვის მიღებული დაფინანსება;
გ) მონეტიზებული გრანტი – სამინისტროებისა და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
მუხლი 2🔗. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა
1. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი).
2. აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები და/ან განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება;
ბ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები და/ან განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);
ე) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;
ვ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3. აღრიცხვის ჟურნალში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა“ (შემდგომში – ცნობა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასტურდება აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5. სამინისტროებმა და უწყებებმა ცნობის დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია თანხების ჩამორიცხვის და კონვერტაციის შესახებ და შევსებული ცნობა სამ ეგზემპლარად.
6. დასაგეგმი წლის საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები/მიღებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აისახება სამინისტროებისა და უწყებების წერილობითი მოთხოვნის, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემსა (დონორსა) და გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.
7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მოცულობის მიხედვით ან საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40 მუხლისა და ცნობის საფუძველზე ზუსტდება წლიური საბიუჯეტო კანონი.
8. სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941.
9. ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში აისახება შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
10. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
11. სახაზინო სამსახური გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
მუხლი 3🔗. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა
1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობა.
2. ცნობაში გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების ან/და გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.
4. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობის საფუძველზე.
6. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წლიური საბიუჯეტო კანონის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების პირობებისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
დანართი №2
ხარჯთაღრიცხვის ცნობა
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
ბ.ა ბ.ა
––––––––––––– 20 წელი ––––––––––––– 20 წელი
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი
–––––––––––––––––––––––
ბ.ა
––––––––––––– 20 წელი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების და განმკარგავის დასახელება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემი (დონორი) ორგანიზაცია
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების რეკვიზიტები (ივსება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ)
ვალუტის დასახელება
უცხოურ ვალუტაში*
ეროვნულ ვალუტაში*
1
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მთლიანი მოცულობა
2
მ.შ. მიღებული თანხა
*****
3
მ.შ. სულ დამტკიცებული მოცულობა
*****
4
მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა
ლარებში
1
ნაშთი პერიოდის დასაწყისში
2
მიმდინარე წლის მოცულობა
3
სულ (1+2)
4
ხარჯები
4.1
შრომის ანაზღაურება
4.2
საქონელი და მომსახურება
4.3
პროცენტი
4.4
სუბსიდიები
4.5
გრანტები
4.6
სოციალური უზრუნველყოფა
4.7
სხვა ხარჯები
5
არაფინანსური აქტივების ზრდა
6
ფინანსური აქტივების ზრდა
7
ვალდებულებების კლება
8
სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული მოცულობა
––––––––––––––––––––––––––––––––––––
საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
* აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილ უნდა იქნეს ვალუტის ერთეულში