,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№926
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.014.034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.034

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №926

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებით (სსმ III, 31.03.08, №48, მუხლი 552) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესში არსებულ საწარმოთა შემოწმების სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების) მიზნით:

ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება;

ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;

ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;

ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში განხილვის ოქმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა;

ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;

ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 4 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 30.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №926. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.033.014.034.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე““, №926, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.034 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88540/