„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.038
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №930
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 350) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა) მონაცემებში ცვლილების შეტანა და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ცნობის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო შემოწმებების ჩატარება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა) მონაცემებში ცვლილების შეტანა და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ცნობის გაცემა.“.
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალური შემოწმების განხორციელება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლითი საგადასახადო შემოწმების (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებების) ჩატარება;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 30.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №930. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.033.014.038.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №930, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.038 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88564/