,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№911
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.014.047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.014.047

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №911

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს   №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ. 1034) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“.

ბ) ბრძანების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

1. შეიქმნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისია.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) გენერალური დირექტორის მიერ.

მუხლი 2.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №1).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის დებულების“ (დანართი №1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.     ეს დებულება განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის (შემდეგში – კომისიის) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.“.

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებასა და ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.“.

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კომისიას უფლება აქვს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განხილვისას, ფორმების წარმომდგენ მხარეს მოსთხოვოს ფორმების დამზადებისა (დამცავი ნიშნების) და გამოყენების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.“.

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

დ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა ხდება კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ.“.

ე) მე-6 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. კომისიის დასკვნის აღსრულება

კომისიის სხდომის ოქმი, კომისიის მიერ მიღებული დასკვნა აღსასრულებლად (მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალში, სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება, კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესახებ ინფორმაციიის შესაბამისი უწყებებისა და პირებისათვის მიწოდება) და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესანახად, კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მიერ გადაეცემა სააგენტოს შესაბამის სამსახურს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი