⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2012)
გაუქმებულია:

“სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 11.01.2010
ძალის დაკარგვა 01.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №4/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.088
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 12/01/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,054 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2010 მიღება
01.09.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.088 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №4/ნ 2010 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესი“ (დანართი 1). 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს: ა) „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ბ) დანიშნული სახელმწიფო დახმარების გაცემა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შიდა-ორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი დანართი 1 სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი ამ წესის მიზანია სახელმწიფო დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო დახმარება – ფულადი სახის ყოველთვიური გასაცემელი; ბ) მარტოხელა – ამ წესის მიზნებისათვის მარტოხელად ითვლება პირი, რომელსაც არ ჰყავს შრომისუნარიანი მარჩენალი (მეუღლე, შვილი ან მშობელი); გ) შრომისუუნარო – შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის (ქალი – 60, მამაკაცი – 65 წ.) მქონე პირი; დ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ე) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; ვ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ სახელმწიფო დახმარებას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში.     მუხლი 3🔗. სახელმწიფო დახმარების მიმღებ პირთა წრე და ოდენობა 1. სახელმწიფო დახმარების მიღების უფლება აქვთ შემდეგ პირებს შემდეგი ოდენობით: ა) სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მარტოხელა, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელს ინდივიდუალურად მინიმალური სახელმწიფო პენსიის ან მარჩენალის დაკარგვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის კუთვნილი წილის ოდენობით, წერილობით დაფიქსირებული არჩევანის საფუძველზე; ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მშობლებს, რომლებსაც დაეღუპა ორი ან მეტი შვილი – ინდივიდუალურად 55 ლარის ოდენობით (თითოეულ გარდაცვლილ შვილზე); 2. სახელმწიფო დახმარების დაფინანსების წყაროა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.     მუხლი 4🔗. სახელმწიფო დახმარების გაცემაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირებაზე კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო დახმარების დანიშვნას, შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო დახმარების მიმღებ ბენეფიციართა უფლება-მოვალეობები 1. სახელმწიფო დახმარების მიმღებ ბენეფიციარს უფლება აქვს: ა) მიიღოს სახელმწიფო დახმარება კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სახელმწიფო დახმარების მიმღები ბენეფიციარი ვალდებულია: ა) დროულად წარმოადგინოს სახელმწიფო დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტები; ბ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო დახმარების გაცემა 1. სააგენტო სახელმწიფო დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომსახურე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. 2. სახელმწიფო დახმარება გაიცემა სახელმწიფო პენსიასთან/კომპენსაციასთან ერთად, გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო დახმარების დანიშვნის, შეჩერებისა ან/და შეწყვეტის წესი 1. სახელმწიფო დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სახელმწიფო დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტ(ებ)ის არა უგვიანეს 2010 წლის 1 მარტამდე წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო დახმარების გაცემა განხორციელდება 2010 წლის 1 იანვრიდან. 2. სახელმწიფო დახმარების მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან სააგენტოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინონ: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები დედნებთან ერთად; ბ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა; ხოლო, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული ცნობა; გ) გარდაცვლილი პირ(ებ)ის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები. 3. ბენეფიციარისთვის დანიშნული სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს სახელმწიფო დახმარების შეჩერებას, განახლებას და შეწყვეტას. 4. სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ წესით, რეგულირდება სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის ადმინისტრირებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით. 5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება საჯარო საქმიანობის მიუხედავად. 6. სააგენტო უფლებამოსილია პერიოდულად შეამოწმოს სახელმწიფო დახმარების დანიშვნის საფუძვლიანობა სათანადო წარმომადგენლის მეშვეობით.