წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №959
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.057
გამოქვეყნების წყარო სსმ, 160, 31/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | ხელშეკრულება |
| 2 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
| 3 | შესაბამისობის სერტიფიკატი |
| 4 | წარმოშობის სერტიფიკატი |
| 5 | ხარისხის სერტიფიკატი |
| 6 | ფოტოსურათი |
| 7 | ნახაზი |
| 8 | ტექნიკური პასპორტი |
| 9 | სტანდარტი |
| 10 | საქონლის წარმოების ტექნოლოგიური სქემა |
| 11 | საექსპერტო დასკვნა |
| 12 | ლაბორატორიის დასკვნა |
| 13 | გამოცდის ოქმი |
| № | დოკუმენტის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 31.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CharCharCharCharCharCharChar1Char, li.CharCharCharCharCharCharChar1Char, div.CharCharCharCharCharCharChar1Char {mso-style-name:"Char Char Char Char Char Char Char1 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.057
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №959
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 91 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს:
1. „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1).
2. „პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადება“ (დანართი №2).
3. „საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა“ (დანართი №3).
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას (შემდგომში – წინასწარი გადაწყვეტილება) საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით.
3. წინასწარ გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა საბაჟო ორგანოსათვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
4. შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადება (დანართი №2).
5. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისას შემოსავლების სამსახური სეს ესნ სასაქონლო კოდს განსაზღვრავს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ ბრიუსელის 1983 წლის 14 ივნისის საერთაშორისო კონვენციისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად.
6. წინასწარი გადაწყვეტილებით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას შემოსავლების სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმებითა და წესით.
7. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, პირი (დაინტერესებული მხარე) არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას განახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც განხორციელდება დეკლარირება.
8. წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებს მიღებიდან (გამოცემიდან) ერთი წლის განმავლობაში, თუ არ მოხდა მისი ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება.
9. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ წინასწარი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ჩაითვლება, რაც პირს (დაინტერესებულ მხარეს) არ ართმევს იმავე საქონელზე ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენის უფლებას.
მუხლი 2🔗. წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად პირის (დაინტერესებული მხარის) განცხადების წარდგენა
1. პირი (დაინტერესებული მხარე) წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, დანართი №2-ით დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. პირს (დაინტერესებულ მხარეს) ერთი განცხადებით სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან წარმოშობის ქვეყნის დადგენის მოთხოვნის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს „საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა“ (შემდგომში – ნუსხა) შევსებული 2 ეგზემპლარად, დანართი №3-ით დადგენილი ფორმის შესაბამისად.
4. განცხადება თანმხლებ დოკუმენტებთან და ნუსხის ეგზემპლარებთან ერთად წარედგინება შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატს.
5. განცხადების მიმღები ადარებს ნუსხაში მოცემული დოკუმენტების ჩამონათვალს ფაქტობრივად წარმოდგენილთან, შესაბამისობის შემთხვევაში ნუსხის შესაბამის გრაფებში (ორივე ეგზემპლარზე) ხელმოწერისა და თარიღის დაფიქსირებით ადასტურებს საბუთების მიღების ფაქტს და ერთ ეგზემპლარს უბრუნებს განცხადების წარმომდგენს.
6. ნუსხის მონაცემებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების შეუსაბამობის შემთხვევაში განცხადება არ მიიღება.
7. იმ შემთხვევაში, თუ პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ არის საკმარისი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემოსავლების სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს პირს (დაინტერესებულ მხარეს) ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის საჭიროების შესახებ. ხარვეზის აღმოფხვრამდე ან/და დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრამდე ან/და დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარმოდგენამდე.
9. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს საქართველოში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენაც, რასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც ანაზღაურებს პირი (დაინტერესებული მხარე).
10. პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ დადგენილ ვადაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება პირს (დაინტერესებულ მხარეს).
მუხლი 3🔗. წინასწარი გადაწყვეტილების მიღება
1. შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილება მიიღება პირის (დაინტერესებული მხარის) განცხადების წარდგენიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 30 დღის განმავლობაში.
2. გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული რეკვიზიტების გათვალისწინებით.
3. პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ წინასწარი გადაწყვეტილების ეგზემპლარის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი განცხადების საფუძველზე შემოსავლების სამსახური გასცემს წინასწარი გადაწყვეტილების ასლს.
მუხლი 4🔗. წინასწარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, არარად აღიარება, ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილებების შეტანა
1. წინასწარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, არარად აღიარება, ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად.
2. წინასწარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, არარად აღიარების, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ ეცნობება როგორც პირს (დაინტერესებულ მხარეს), ასევე საბაჟო ორგანოებს.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს
პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადება
საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მისაღებად
1
პირის (დაინტერესებული მხარის) სახელი, გვარი (ფიზიკურ პირთათვის)
2
ორგანიზაციის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი (იურიდიულ პირთათვის)
3
მისამართი
4
საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
5
პირადობის მოწმობის სერია და ნომერი (ფიზიკურ პირთათვის)
6. გთხოვთ მიიღოთ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება ქვემოთ მითითებული საქონლის მიმართ:
1) სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე;
2) საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე.
7
საქონლის კომერციული დასახელება და აღწერილობა
8. ------------------------------------------------------
(პირის (დაინტერესებული მხარის) ხელის მოწერა) ბ. ა.
(დანართი №2-ის მე-2 გვერდი)
პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების შევსების წესი
1. განცხადება ივსება და შემოსავლების სამსახურს წარედგინება პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ ერთ ეგზემპლარად, ამ დანართით დამტკიცებული ფორმით.
2. სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის შემთხვევაში მე-6 გრაფაში შემოიხაზება ციფრი 1.
3. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის შემთხვევაში მე-6 გრაფაში შემოიხაზება ციფრი 2.
4. განცხადების პირველი და მე-5 გრაფები ივსება მხოლოდ ფიზიკური პირის შემთხვევაში.
5. მე-2 გრაფა ივსება მხოლოდ იურიდიული პირის შემთხვევაში.
6. მე-7 გრაფაში იწერება საქონლის კომერციული დასახელება (საქონლის დასახელება ისე, როგორც ის არის მოცემული ხელშეკრულებაში ან ანგარიშ-ფაქტურაში „INVOICE“-ში) და მისი აღწერილობა, საქონლის სახეობიდან გამომდინარე. საქონლის აღწერილობა მოიცავს იმ ძირითადი მახასიათებლებისა და თვისებების აღწერას, რომლებიც იძლევიან კლასიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. ასე, მაგალითად: საქონლის დანიშნულება; ძირითადი მასალა, რომლისგანაც დამზადებულია საქონელი; ფუნქცია, რომელიც უნდა შეასრულოს საქონელმა; მისი გადამუშავების ხარისხი (თუ ასეთი მონაცემები განსაზღვრავს მის თვისებებს); მწარმოებლის მიერ დადგენილი საფირმო დასახელება; მოდელი.
7. მე-8 გრაფაში პირი (დაინტერესებული მხარე) (მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) აფიქსირებს ხელმოწერას და ამოწმებს ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).
დანართი №3
საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა
№
დოკუმენტის დასახელება
1
ხელშეკრულება
2
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)
3
შესაბამისობის სერტიფიკატი
4
წარმოშობის სერტიფიკატი
5
ხარისხის სერტიფიკატი
6
ფოტოსურათი
7
ნახაზი
8
ტექნიკური პასპორტი
9
სტანდარტი
10
საქონლის წარმოების ტექნოლოგიური სქემა
11
საექსპერტო დასკვნა
12
ლაბორატორიის დასკვნა
13
გამოცდის ოქმი
14
15
16
17
18
19
20
21
მიღებულია შემოსავლების სამსახურში ––––––––––– ---------------------
(თარიღი) (ხელმოწერა)
(დანართი №3-ის მე-2 გვერდი)
საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის პირის (დაინტერესებული მხარის) მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნუსხის შევსების წესი
1. დოკუმენტების ნუსხის შევსებისას პირი (დაინტერესებული მხარე) შემოხაზავს (შემოავლებს წრეს) იმ უჯრედს (უჯრედის მარცხენა მხარეს ჩაწერილ რიგით ნომერს), რომელში მითითებული დოკუმენტიც თან ერთვის განცხადებას.
2. 14–20 უჯრედები ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი (დაინტერესებულ მხარე) განცხადებას დაურთავს ისეთ დოკუმენტს, რომელიც არ არის მითითებული ნუსხის 1–13 უჯრედებში. ასეთ შემთხვევაში შესაბამის უჯრედში იწერება თანდართული დოკუმენტის დასახელება, წარდგენის ფორმა (წერილობით, ფოტოსურათი, სლაიდი, ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი ან სხვა) და რეკვიზიტი (ნომერი, სერია, თარიღი – მისი არსებობის შემთხვევაში).
3. 11–13 უჯრედები ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დასკვნის ან ოქმის გამცემ ორგანოს გავლილი აქვს აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა ორგანოების, მათ შორის, უცხოური ორგანიზაციების მიერ გაცემული საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების რეკვიზიტები იწერება 14–20 უჯრედებში.
4. 21-ე უჯრედში მიეთითება წერილობით წარდგენილი დოკუმენტების ფურცლების საერთო რაოდენობა (მაგ., „სულ – 17 ფურცელი“).