„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.063
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №962
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მოწმობისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შენახვა
საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობისა და TIR წიგნაკის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე – ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და 81 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა და TIR წიგნაკის ფურცლები (თეთრი და მწვანე) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან (საბაჟო საგუშაგოებიდან), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებიდან, სისტემატიზირებული სახით კონტროლზე აყვანიდან და კონტროლიდან მოხსნიდან 7 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) გადაგზავნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა. მოწმობაში და სისტემის მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის მოწმობასთან ერთად იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 31.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №962. სარეგისტრაციო კოდი — 230.150.070.22.033.014.063.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №962, 31.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88714/