„რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ
1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილიდამდე საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის რეჟიმის პირობების შესაბამისად უკან შემოტანისას ექსპორტიორი ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ამ საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება განხორციელდეს აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადრე გამოცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატზე ამ ორგანოს მიერ სათანადო ბეჭდის დასმით;
ბ) საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოებს ზემოაღნიშნული საქონლის ექსპორტის დროს გაცემულ წარმოშობის სარტიფიკატთან ერთად წარედგინოს საქონლის თანმხლები დოკუმენტები (კონტრაქტი, ინვოისი და შემოტანის და გატანის დროს გამოწერილი სატრანსპორტო ზედდებული).
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.07.2006.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“ მიღებულია 19.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №138. სარეგისტრაციო კოდი — 230.020.050.10.003.000.522.
- სად არის „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.07.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“, №138, 19.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.020.050.10.003.000.522 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8872/