„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.014.066
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №964
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2331) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებად განისაზღვროს:
ა) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
ბ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5;
დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“.“.
2. ბრძანების 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო პროცედურის არასამუშაო დროს განხორციელების მიზნით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო დროის დამთავრებამდე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 31.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №964. სარეგისტრაციო კოდი — 230.150.020.22.033.014.066.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №964, 31.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.014.066 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88726/