საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2009
ძალის დაკარგვა 01.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №833
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.069
გამოქვეყნების წყარო სსმ, 160, 31/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.12.2018
- ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:22.95pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CharCharCharChar, li.CharCharCharChar, div.CharCharCharChar {mso-style-name:"Char Char Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.069
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №833
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) (შემდგომ – ოფისი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (ტექსტში შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
ოფისი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 3🔗
ოფისს აქვს ბეჭედი, ტიტულიანი ბლანკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო)“.
თავი II
ოფისის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4🔗
ოფისის ამოცანებს განეკუთვნება:
1. საქართველოს თავდაცვის ატაშეების, სამოქალაქო წარმომადგენლების და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და კონტროლი, ხოლო მათი დიპლომატიური საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
2. საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.
3. კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა.
მუხლი 5🔗
ოფისის ფუნქციებს განეკუთვნება:
1. საქართველოს კანონმდებლობის და მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2. საქართველოს თავდაცვის ატაშეების, სამოქალაქო წარმომადგენლების და მათი აპარატების ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის კოორდინაცია.
3. საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების (მათი აპარატების) დიპლომატიური საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
4. კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ მესამე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების (მათი აპარატების) თანამშრომლობის წარმართვა და კოორდინირება, შესაბამისი დირექტივების შემუშავება.
5. საზღვარგარეთის სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
6. საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო და სამხედრო პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საინფორმაციო ცნობების შეგროვება, დამუშავება და კურატორი მინისტრის მოადგილის, სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმაციული უზრუნველყოფა.
7. საზღვარგარეთის ქვეყნების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის სფეროს (სამხედრო თანამშრომლობის სფეროში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების, სამხედრო-სამრეწველო, სამხედრო-ეკონომიკური, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო კანონმდებლობა, სამხედრო-დიპლომატიური პოტენციალი) და თავდაცვის სფეროზე შესაძლო გავლენის მომხდენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პროცესების მიმდინარეობაზე ინფორმაციის შესწავლა, შეფასება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფორმირება, ასევე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე შესაბამის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება – საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
8. საზღვარგარეთის სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.
თავი III
ოფისის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და მისი ფუნქციონალური მოვალეობები
მუხლი 6🔗
ოფისის შემადგენლობაში შედიან საქართველოს თავდაცვის ატაშეები, სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლები და საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა მოსამსახურეები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 7🔗
ოფისს ხელმძღვანელობს ოფისის უფროსი, რომელიც ექვემდებარება მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის მიერ, მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
მუხლი 8🔗
ოფისის უფროსი:
1. პასუხისმგებელია ოფისზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
2. ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ოფისში მომზადებულ დოკუმენტებს.
3. განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.
4. მონაწილეობს ოფისში კადრების შერჩევის საკითხებში, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. განიხილავს თავდაცვის ატაშესა და სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატებში შტატგარეშე თანამშრომლების (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი) სამსახურში აყვანის საკითხს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
6. წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ოფისის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ოფისის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
7. შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ოფისზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
8. აბარებს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს ოფისის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
9. ახორციელებს წინამდებარე დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.