„საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის რეკვიზიტების, დამცავი ნიშნებისა და ნიმუშის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 08.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.082
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 08/01/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.01.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის რეკვიზიტების, დამცავი ნიშნებისა და ნიმუშის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.082
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1
2010 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის რეკვიზიტების, დამცავი ნიშნებისა და ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12915 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის რეკვიზიტები და დამცავი ნიშნები (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის თანდართული ნიმუში (დანართი №2).
3. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკების აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის და დოკუმენტის) გაცემის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისი დებულებები.
4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის რეკვიზიტები და დამცავი ნიშნები
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკი (შემდგომში – დროებითი მოწმობა) შესრულებულია ბამბის 100+–10 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით და შეიცავს 14 დამცავ ნიშანს. დროებითი მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68 მმ. მასზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს.
2. დროებითი მოწმობა შეიცავს საღებავით შესრულებულ ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, საბუთის დასახელება და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს მოწითალო და მომწვანო ფერთა მონაცვლეობას (ირისული ბეჭდვა).
3. დროებითი მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25 გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
4. საქართველოს მოქალაქის დროებითი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი;
ზ) პირადი ხელმოწერა;
თ) მისამართი;
ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
კ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;
მ) რეგისტრაციის თარიღი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) რელიეფური ბეჭედი.
5. დროებითი მოწმობის ბლანკზე დაიტანება ბლანკის დამამაზადებელი პოლიგრაფიული საწორმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, ბლანკის ინდივიდუალური სერია და ნომერი.
დანართი №2
საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის ბლანკის ნიმუში