,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.014.083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 08/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.083

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №5

2010 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების ექსპერტიზა – უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №106, მუხ. 1188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე,“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით აიღეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა, ამ ნებართვის მოქმედების განმავლობაში.

    მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 იანვრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

 

 

ინსტრუქცია მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ

    მუხლი 1. მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის წესს.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ექსპერტიზა – მკაცრი აღრიცხვის ფორმების იდენტურობის დადგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო)) შეთანხმებულ ნიმუშთან;

ბ) უტილიზაცია – მკაცრი აღრიცხვის ფორმების განადგურება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ.

გ) ექსპერტი (სპეციალისტი) – სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან და ამ ინსტრუქციიდან გამომდინარე ახორციელებს ექსპერტიზას და უტილიზაციას.

    მუხლი 2. ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპები:

ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპებია:

ა) სავალდებულო დალუქვა;

ბ) საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების (ამანათების) მიღება;

გ) საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა;

დ) საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია.

    მუხლი 3. სავალდებულო დალუქვა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დალუქვა ხდება სამართალსუბიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სააგენტო სამართალსუბიექტთან შეთანხმებით განსაზღვრავს დალუქვის დროს).

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დალუქვა ითვალისწინებს სამართალსუბიექტის საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვას, რაზეც ივსება უწყისი (დანართი №1) ორ ეგზემპლარად სამართალსუბიექტის ხელმოწერებით და თავსდება დალუქულ ამანათში (ტომარაში).

3. აღრიცხული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები ილუქება სააგენტოს ბეჭდით და ფორმდება შესაბამისი ოქმი ორ ეგზემპლარად, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში.

    მუხლი 4. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების და შენახვის წესი

1. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები მიიღება ტომრებით ან ამანათებით (შემდგომში – ,,ამანათი“) სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ საცავზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ამანათი (ტომარა) ილუქება სამართალსუბიექტის ბეჭდით. იმ შემთხვევაში, თუ დამლუქავ კომისიაში მივლინებულია სააგენტოს თანამშრომელი, მაშინ საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა იყოს დალუქული სააგენტოს ბეჭდით.

2. ამანათს თან უნდა ახლდეს ორ ეგზემპლარად შევსებული უწყისი (დანართი №1).

3. ამანათებში მოთავსებული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები დალაგებული უნდა იყოს ას ცალად და ათას ცალად, რომელთა ბანდეროლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამთვლელის ხელის მოწერა.

4. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმომდგენმა სამართალსუბიექტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაუქმების მიზეზი. (წარმოადგინოს აქტი თითოეულ საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმებაზე, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მათი გაუქმება).

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალსუბიექტს სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლია საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩაბარება სააგენტოში (მინის ტარაზე მიკრული ეტიკეტები, თავსახურები, დოკუმენტების ძალიან დიდი რაოდენობა ან სხვა) სააგენტოს შეუძლია შექმნას გასვლითი საუტილიზაციო კომისია. აღნიშნული კომისია უტილიზაციას განახორციელებს შემკვეთის შენობაში ან მის ტერიტორიაზე, რაზეც ორ ეგზემპლარად დგება აქტი საუტილიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით.

6. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები ბარდება ექსპერტიზის ჩასატარებლად დანართი №1-ით დადგენილი ფორმით.

7. ფოსტის ან მსგავსი საშუალებებით (შემდგომში – გადამზიდველი) გამოგზავნილი ამანათების მიღება ევალება საცავზე პასუხისმგებელ პირს. ამანათის მისაღებად ის ვალდებულია შეამოწმოს თითოეული მათგანის შეფუთვის, ლუქის, შემოსაკრავის მთლიანობა და სადაზღვევო შეფასება.

8. თუ ამანათის შეფუთვა, ლუქის ბეჭედი და შემოსაკრავი დაზიანებულია, იგი იხსნება და ფურცლობრივი გადათვლით მოწმდება საცავზე პასუხისმგებელი პირის და სამართალსუბიექტის წარმომადგენლის მიერ. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები უნდა შეედაროს თანდართული უწყისის (დანართი №1) მონაცემებს. შეფუთვადაზიანებული ამანათების გახსნაზე და მასში მოთავსებული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ პასუხისმგებელი პირი და გადამზიდველის წარმომადგენელი. ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს სამართალსუბიექტის და სააგენტოს ბეჭდებით, აქტის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, ხოლო მეორე რჩება სამართალსუბიექტს.

9. თუ შეფუთვადაზიანებულ ამანათებში აღმოჩნდა საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების დანაკლისი, მაშინ ამანათების გახსნაზე დგება ოქმი სამ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, მეორე რჩება სამართალსუბიექტს, ხოლო მესამე ეგზავნება სამართალსუბიექტს გადამზიდველისადმი პრეტენზიის წარსადგენად. ამ შემთხვევაში საცავზე პასუხიმგებელი პირი ამანათების მიღებაზე ხელის მოწერისას აკეთებს აღნიშვნას ,,მიღებულია ოქმით’’, ხოლო ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა დანაკლისი, მიიღება მასში ფაქტობრივად არსებული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ოდენობით.

10. სააგენტოში მოტანილი საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ამანათები უნდა ჩაბარდეს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რაზეც იგი გასცემს შესაბამის ცნობას (დანართი №2). ცნობაში აღინიშნება, რომ ამანათში მოთავსებული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები მიღებულია ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.

11. სააგენტოს მიერ მიღებულ ამანათებს საცავზე პასუხისმგებელი პირი რიგითობის დაცვით ატარებს ჟურნალში (დანართი №3).

12. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების დამადასტურებელი ცნობის ყუაზე დაისმება რიგითი ნომერი, რომლითაც ის ჩაიწერება ჟურნალში.

13. ყოველ ამანათზე უნდა გაკეთდეს წარწერა იმ რიგითი ნომრების მიხედვით, რომელიც გატარებულია ჟურნალში, რის შემდეგაც ამანათი უნდა მოთავსდეს საცავში ან ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცეს ექსპერტს.

14. ამანათები შესამოწმებლად გადაცემამდე არ იხსნება და ინახება პირვანდელი შეფუთვით.

15. საცავში ამანათების შეტანა-გამოტანა ხორციელდება საცავის პასუხისმგებელი პირის მიერ.

    მუხლი 5. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა

1. საცავზე პასუხისმგებელი პირი ამანათს შესამოწმებლად გასცემს ექსპერტზე, აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს ჟურნალში.

2. დიდი მოცულობის ამანათის შემოწმება შეიძლება დაევალოს ორ ან მეტ ექსპერტს. თუ ამანათები მცირე მოცულობისაა, დასაშვებია ერთ ექსპერტზე რამდენიმე ცალის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ამანათის გახსნა და შემოწმება (გასინჯვა).

3. სამართალსუბიექტის ოფიციალურ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს მის მიერ წარმოდგენილი ამანათის გახსნას და შემოწმებას. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს მის მიერ მოტანილი ამანათების შემოწმების დასწრებაზე და დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება, სააგენტო უფლებამოსილია წარმომადგენლის გარეშე შეასრულოს თავისი მოვალეობა.

4. საცავიდან ამანათების მიღებისას ექსპერტი ვალდებულია ყურადღებით გასინჯოს ამანათის შეფუთვა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, თუ ისინი დაზიანებულია, მაშინ ამანათის გახსნა და შემოწმება ხდება სააგენტოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის და საცავზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. ასეთი ამანათების გახსნაზე დგება ოქმი, სადაც დაწვრილებითაა ნაჩვენები შეფუთვის, დაზიანების მიზეზები და შემოწმების შედეგები. ოქმზე ხელს აწერს სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. თუ შემოწმებით აღმოჩნდა დანაკლისი ან მეტობა, შესაბამისი სხვაობა უნდა აღინიშნოს დანართ №1-ში განსაზღვრულ უწყისში (აქტის მხარეს).

5. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება უნდა მოხდეს ფურცლობრივად და გაცემული თანხის სისწორის დასადგენად უნდა შედარდეს ოფიციალურ ცხრილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საუტილიზაციოდ წარდგენილია მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთი და ამ ბილეთზე გასაცემი თანხა უტოლდება მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთის შესაძენად გადახდილ თანხას.

6. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ფურცლობრივი გადათვლის დროს ექსპერტი ვალდებულია გასინჯოს:

ა) რაოდენობა და თანხა;

ბ) მათი უტყუარობა (ნამდვილობა) და გადახდის სისწორე;

გ) გაუქმების მიზეზი და სისწორე;

7. ექსპერტიზის დროს მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე არსებული დამცავი ნიშნები უნდა შედარდეს სააგენტოს (სამინისტროს) მიერ შეთანხმებულ დამცავ ნიშნებთან. დამცავი ნიშნები თავისუფლად უნდა ისინჯებოდეს. ციფრების განლაგების ადგილზე არ უნდა იყოს ლაქები. ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია არ მოხდება.

8. თუ დაზიანებული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმა გაყოფილია რამდენიმე ნაწილად და შეწებებულია, მაშინ უნდა დადგინდეს, რომ შეწებებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნაწილი შეადგენს ნახევარზე მეტს, ხოლო დანარჩენი ნაწილები ეკუთვნის ამავე საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმას.

9. შემოწმების დროს გამოვლენილი ყალბი მკაცრი აღრიცხვის ფორმები, აგრეთვე ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომლებიც არ იქნა მიღებული საუტილიზაციოდ, ამოიღება შეკვრიდან. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს შესაბამის უწყისში (დანართი №1-ში). შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები და სააგენტოს პასუხისმგებელი პირი.

10. ექსპერტი უფლებამოსილია გამოვლენილ ყალბ საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე გასცეს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.

11. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომლებზედაც გადახდილია ნაკლები ან ზედმეტი თანხა, უბრუნდება სამართალსუბიექტს იმ პირების დასადგენად, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა. დიდი თანხით გასანაღდებელი (ათასი ლარი და მეტი) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ექვემდებარება უტილიზაციას, გამნაღდებელი დაწესებულების მიერ იგზავნება სააგენტოში ექსპერტიზისათვის, რის შემდეგაც უბრუნდება სამართალსუბიექტს განაღდებისათვის, შემდეგ კი სააგენტოს უტილიზაციისათვის.

12. ამანათის შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას აქტის შესაბამის გრაფაში – ,,განსაკუთრებული შენიშვნები“ (დანართი №1).

13. ამანათების შემოწმების დამთავრების შემდეგ მიღებულ შედეგებს ექსპერტები ადარებენ უწყისების (დანართი №1) ჩანაწერებს. დაუშვებელია უწყისში გადასწორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომით ნაჩვენები თანხები ცალკეული საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიხედვით არ ცვლიან საერთო ჯამს (მექანიკური შეცდომების ჩათვლით). ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტის მიერ მითითებული უნდა იყოს აქტის გრაფაში ,,განსაკუთრებული შენიშვნები“ (დანართ №1-ში).

14. შემოწმების შედეგები აღინიშნება ჟურნალში და უწყისში (დანართი №1-ის აქტის მხარეს).

15. შემოწმების დამთავრების შემდეგ დგება აქტი დანართი №1-ის შესაბამისად. აქტს მიეცემა ის ნომერი, რომლითაც შემოწმებული ამანათი რეგისტრირებულია ჟურნალში.

16. შემოწმებულ ამანათს ექსპერტი გადასცემს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ამანათის მიღებას ადასტურებს ჟურნალში ხელის მოწერით. საცავზე პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალში უნდა ჩაწეროს თანხა და რაოდენობა, რომელიც ედრება უწყისში ჩაწერილ მონაცემებს (დანართი №1 აქტის მხარეს). შედეგების შემოწმების შესახებ სააგენტოს ბეჭდიანი აქტის ერთი ეგზემპლარი უბრუნდება სამართალსუბიექტს, ხოლო მეორე ინახება სააგენტოში. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომლებიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან შემოწმდა და არ განხორციელდა მათი უტილიზაცია, საცავზე პასუხისმგებელი პირის და შემმოწმებელი ექსპერტის თანდასწრებით ილუქება თანდართულ დანართ №1 აქტთან ერთად.

17. თუ საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები სააგენტომ არ მიიღო, ისინი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაზეც დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და სააგენტოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. უკან დასაბრუნებელ საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმებს ამანათებში ათავსებს და ლუქავს საცავზე პასუხისმგებელი პირი ექსპერტის თანდასწრებით.

18. უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყალბი მკაცრი აღრიცხვის ფორმები, აგრეთვე ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომლებზედაც გაცემულია ზედმეტი ან ნაკლები თანხა, გადასწორებულია საანგარიშსწორებო შტამპი ან მათზე გადახდილი თანხა, რაც გაფორმებული არ არის შესაბამისად და სხვა. აღნიშნულ შემთხვევაში დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და სააგენტოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

19. იმ შემთხვევაში, თუ სამართალსუბიექტი არ შეასრულებს ინსტრუქციის მოთხოვნებს და, ამასთან, გამოვლინდება ყალბი მკაცრი აღრიცხვის ფორმები, სააგენტო უფლებამოსილია საკითხი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის ორგანოებს.

    მუხლი 6. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია

1. უტილიზაციას აწარმოებს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. უტილიზაციაში მონაწილეობის მიღება აგრეთვე შეუძლია სამართალსუბიექტის წარმომადგენელს. უტილიზაციაზე დგება აქტი ერთ ეგზემპლარად (დანართი №4), რომელშიც მითითებულია დღის განმავლობაში განადგურებული ყველა ამანათის მონაცემი. უტილიზაციის აქტში ექსპერტს წინასწარ შეაქვს ნომრები, რათა მათი უტილიზაცია მოხდეს ერთ დღეში. საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, მათი უტილიზაცია ხდება კვირაში რამდენჯერმე.

2. საცავზე პასუხისმგებელი პირი უტილიზაციისათვის გამზადებულ ამანათებს გადასცემს ექსპერტს, იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც უნდა დაესწრონ უტილიზაციას.

3. თუ მიღების დროს აღმოჩნდა, რომ შეფუთვის ან ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, ტომრები უნდა გაიხსნას და გაისინჯოს მასში მოთავსებული ამანათების რაოდენობა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, ამასთან ერთად, ამანათების რაოდენობა და თანხა უნდა შედარდეს უწყისის მონაცემებს (დანართი №1 აქტის მხარეს). თუ ამანათების შეფუთვა და ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, მაშინ ამანათებში მოთავსებული დოკუმენტები უნდა შემოწმდეს ფურცლობრივად და გაისინჯოს მათი ანაზღაურების სისწორე.

4. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უტილიზაციაში, ადგილზე მისვლისას ამოწმებენ ამანათების შეფუთვის და ლუქის ბეჭდების სიმრთელეს. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის შეფუთვა ან ლუქის ბეჭედი დაზიანებულია, ასეთი ამანათები ბრუნდება და მოწმდება ხელმეორედ.


 

დანართი №1

 

----------------------------------------------------------------------   

           დაწესებულების დასახელება

უწყისი №

მკაცრი აღრიცხვის ფორმების გასანადგურებლად

 

 

                 20    წ. ---------  -----------------------                             20    წ. ---------  -------------------------

                                                                                                                   (კვარტალის ან თვის დასახელება)

                                              

N

საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელება

რაოდე-ნობა

ნომინალური ღირებულება

გადახდილი თანხა

რაოდენობა

თანხა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების საერთო თანხა სიტყვიერად)

 

                                                                       ხელმძღვანელი    --------------------------------------------------------

                           

                                             ბ.ა.

                                                                         

                                                                                       20    წ.-------------------------------------------------------

 


 

აქტი №

20   წ.  ------- --------------------    

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში შემოსული  საუტილიზაციო მკაცრი                 

აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგებზე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს                                   ------------------------------------------------------------------------

                                                                         სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) დასახელება

   

    სპეციალისტმა (სპეციალისტებმა)  ---------------  ვაწარმოე (ვაწარმოეთ)  --------------------------------

                                                                  (სახელი, გვარი)                             (დაწესებულების დასახელება)

 

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა:

 

 

N

 

 

 

 

 

 

უწყისის მიხედ-ვით

 

 

ფაქტ ობრივი

 

 

მეტობა

 

 

დანაკლისი

 

 

ექვემდებარება უკან დაბრუნებას

1

 

რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

ექვემდებარება უტილიზაციას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

             ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საუტილიზაციო რაოდენობა და თანხა სიტყვიერად)

      განსაკუთრებული შენიშვნები: -------------------------------------------------------------------------

      ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

      ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

                                              ბ.ა                                                                                  სპეციალისტი   

 

 

 

   ----------   ------------------------------------ 20     წ.            

                        უტილიზაციის თარიღ ი


დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტო

ცნობა №

 

 

                                    ’’-----------’’--------------------------------------- 20   წელი

 

მიღებულია  ------------------------------------------------------------------------------------

                                             (სამართალსუბიექტის დასახელება, გვარი და სახელი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

(მკაცრი არღიცხვის ფორმების დასახელება და ამანათების რაოდენობა)

 

 

ბ.ა.                  ხელმოწერა    1. საცავზე პასუხისმგებელი ----------------------------

                                                          პირი         (მიმღები)

                             2. ჩამბარებელი     -----------------------------------------

დანართი № 3

ამანათების აღრიცხვის ჟურნალი

 

ამანათის მიღების თარიღი

ორგანიზაციის დასახელება

ამანათის ნომერი

საცავზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ამანათის მიღებაზე

თანამშრომლების  ხელმოწერა ამანათის მიღებაზე და შემოწმებაზე

რაოდენობა

თანხა

საცავზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ამანათის მიღებაზე შემოწმების შემდეგ

საუტილიზაციო ამანათის ნომერი

საცავიდან გაცემის თარიღი

საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების  დასახელება

შენ ი შვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                            


დანართი № 4

20   წელი  ------  ----------------------------                                                                         

 

აქტი №

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაციაზე

 

   ჩვენ,  ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოს      ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------          
                                                   სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) დასახელება

 

ვადგენთ აქტს მასზედ, რომ 20   წლის ----------------------------- იყო განადგურებული საცავიდან

მიღებული ამანათის  № -------------------------------------------------------------------------------------------

ამანათებში აღმოჩნდა:

 

ამანა-თის ნომერი

საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელება

რაოდენობა

თანხა

ორგანიზაციის დასახელება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ განადგურებულია------------------------------------------ ამანათი საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები

 

 საერთო თანხით (ლარებში)  ------------------------------------------------------------------------------------

 

 რაოდენობა   -------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 სპეციალისტი                                       

 

სპეციალისტი