,,2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“
მიღების თარიღი 19.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.524
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
2006/07 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მოქალაქეებისათვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს კონფლიქტის ზონებში განთავსებფულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა შვილებისა და კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებისათვის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
2006/07 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ან ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის გამოიყოს 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.
მუხლი 2🔗
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.
2. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივ ოდენობას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
მუხლი 3🔗
სოციალური პროგრამით ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხა შეიძლება გადაეცეს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
1. 97 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის:
ა) მესტიის რაიონში – 8 სტუდენტს;
ბ) ლენტეხის რაიონში – 5 სტუდენტს;
გ) ონის რაიონში – 4 სტუდენტს;
დ) ქედის რაიონში – 11 სტუდენტს;
ე) ხულოს რაიონში – 21 სტუდენტს;
ვ) შუახევის რაიონში – 14 სტუდენტს;
ზ) ყაზბეგის რაიონში – 4 სტუდენტს;
თ) დუშეთის რაიონში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 2 სტუდენტს;
ი) ადიგენის რაიონში – 8 სტუდენტს;
კ) ახალქალაქის რაიონში – 4 სტუდენტს;
ლ) ნინოწმინდის რაიონში – 2 სტუდენტს;
მ) წალკის რაიონში – 5 სტუდენტს;
ნ) დმანისის რაიონში – 5 სტუდენტს;
ო) ახმეტის რაიონის პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში – 4 სტუდენტს,
2. 90 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს კონფლიქტის ზონებში განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 55 სტუდენტს;
ბ) ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონში – 35 სტუდენტს.
3. 20 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულ ენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისში – არა უმეტეს 10 სტუდენტისა.
4. 20 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისში – არა უმეტეს 10 სტუდენტისა.
5. 25 სტუდენტს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს.
6. 8 სტუდენტს – კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებს.
მუხლი 4🔗
1. სტუდენტი, რომელიც ერთდროულად განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიას, დაფინანსების მოსაპოვებლად განხილულ იქნება ჯერ პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიის ფარგლებში, ხოლო შემდეგ მე-3 მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილ კატეგორიებში.
2. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება მე-3 მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, რაც უნდა მიუთითოს ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ განცხადებაში.
მუხლი 5🔗
1. თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაფინანსებას, აღემატება შესაბამისი ქვეპუნქტებისათვის დადგენილ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას, თანხა გაიცემა თითოეული ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქვეკატეგორიაში ნაკლებია შესაბამისი ქვეპუნქტებით დადგენილ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობაზე, დასაფინანსებელი სტუდენტების დარჩენილი რაოდენობა დაემატება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებს და გადანაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესის გამოყენების შემდეგ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია შესაბამისი ქვეპუნქტით დადგენილ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობაზე, დასაფინანსებელი სტუდენტების დარჩენილი რაოდენობა დაემატება მე-3 მუხლის პირველი პუნქტის იმ ქვეპუნქტებს, რომლებშიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა მეტია ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით დადგენილ რაოდენობაზე და გადანაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
4. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიაში შემავალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილ დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას, დაფინანსება გაიცემა ამ კატეგორიის პირთა შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
5. თუ არ მოხდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ კატეგორიაში შესაბამისი რაოდენობის სტუდენტთა დაფინანსება, დარჩენილი დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ქვეპუნქტში შემავალ სტუდენტებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
6. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობის დაფინანსების შემდეგ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გადანაწილდება 2005 საწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მათ შორის 2005/06 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში.
7. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი რაოდენობისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების დაფინანსების შემდეგ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. ამ სტუდენტების სწავლის საფასური შეივსება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
8. თუ ამ მუხლით დადგენილ შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე აღმოჩნდება, რომ დაფინანსების მიღების თანაბარი უფლება აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება გაიცემა შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) სტუდენტს/სტუდენტებს, რომელმაც/რომლებმაც უფრო მაღალი სკალირებული ქულა მოიპოვეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
ბ) სტუდენტს/სტუდენტებს, რომელმაც/რომლებმაც უფრო მაღალი სკალირებული ქულა მოიპოვეს უცხო ენაში.
მუხლი 6🔗
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებზე დაფინანსების გაცემა შესაბამისი ქვეკატეგორიების მიხედვით განხორციელდება აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტებში რეგისტრაციისას წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
3. სტუდენტები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაფინანსებას და არ იყვნენ დარეგისტრირებულნი შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტებში, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენენ განცხადებას ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სტუდენტები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებას, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 20 დღისა წარადგენენ განცხადებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ამ კატეგორიის სტუდენტთა მონაცემებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ კვირაში.
მუხლი 7🔗
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗
ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა დაფინანსებისა განსაზღვრის მიზნებისათვის, ნაცვლად აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის გამოიყენება 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი