📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 06.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/4
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.014.086
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 12/01/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,785 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.014.086 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/4 2010 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯის უფლებამონაცვლე.  2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის თანდართული წესდება. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №3/503. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (შემდგომში – სასწავლებელი) არის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამხატვრო სასწავლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე დაწყებით საფეხურზე. 2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სასწავლებელში სწავლების ხანგრძლივობაა 6 (ექვსი) წელი. 4. სასწავლებელს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სასწავლებელი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 6. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სასწავლებლის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. №6.     მუხლი 2🔗. სასწავლებლის მიზნები, ამოცანები 1. სასწავლებლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება; ბ) ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას. 2. სასწავლებლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები; გ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე; დ) გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმის საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები პრაქტიკული მხატვრული აქტივობების განვითარებით.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზება 1. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზება, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება სასწავლებლის სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. სასწავლებელში ახალი განყოფილების გახსნა შეიძლება განხორციელდეს სამინისტროსთან შეთანხმებით, სასწავლებლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში. 3. სასწავლებელში სწავლის უფლებით სარგებლობენ 12 წლის ასაკს მიღწეული პირები, რომლებიც მიიღებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სკოლაში დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 5. სასწავლებლის ნებისმიერ კლასში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე (ფასიანი მომსახურების ჯგუფებში იმ შემთხვევაში, თუ სასწავლებლის სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს). 6. სასწავლებელში მისაღებ კონტინგენტის რაოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო. 7. სასწავლებელში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით). 8. სასწავლებლის სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ჯგუფური გაკვეთილი, კლასგარეშე მუშაობა და სასწავლო პრაქტიკა. 9. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ჯგუფური თემატური გამოფენები. 10. სასწავლებლის დამთავრებისას გაიცემა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც გასცემს სამინისტრო.     მუხლი 4🔗. სასწავლებელის სტრუქტურა და მართვა 1. სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი); ბ) ძირითადი – სასწავლო (განყოფილება) და დამხმარე – სასწავლო სტრუქტურული ერთეულები. 2. სასწავლებელს მართავს ადმინისტრაცია და პედაგოგიური საბჭო (შემდგომში – საბჭო). 3. საბჭო – არის სასწავლებლის სათათბირო ორგანო, რომელშიც შედის სასწავლებლის ყველა პედაგოგი. 4. საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი. 5. საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს საბჭოს მუშაობის რეგლამენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სასწავლებლის სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი სასწავლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასწავლებლის სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) სასწავლებლის სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს სასწავლებლის სასწავლო პროგრამების განხორციელების, სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ზ) გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს საბჭოს ხელმძღვანელი. 6. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ორი მესამედი. 7. საბჭოს მდივანს ნიშნავს დირექტორი საბჭოს სხდომის გახსნისას. 8. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 9. სასწავლებლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 10. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული უმაღლესი სამხატვრო განათლება, პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის; 11. დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამხატვრო სასწავლებლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სასწავლებელს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს სასწავლებლის სახელით; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სასწავლებლის ქონებასა და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სასწავლებლის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს. იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლებლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვისა და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სასწავლებელში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; ზ) საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლებლის შინაგანაწესსა და წლიურ ანგარიშს, განსაზღვრავს საფინანსო საქმიანობასა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობას; თ) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს განსახილველად სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებებს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს საბჭოსთან; კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები. 12. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული უმაღლესი სამხატვრო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 13. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სასწავლებლის პედაგოგი და სასწავლო დამხმარე პერსონალი 1. სასწავლებლის პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი სამხატვრო აკადემიური ან პროფესიული განათლების მქონე პირს, რომელსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად. ასევე გავლილი აქვს მაძიებლობის პერიოდი და წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი. 2. სასწავლებლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავლებლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. სასწავლებელში ჯგუფური მეცადინეობისთვის შეიძლება დაინიშნოს კლასის ხელმძღვანელი (დამრიგებელი), რომლის ფუნქციები განისაზღვრება შინაგანაწესით. 4. სასწავლებლის პედაგოგისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სასწავლებლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. სასწავლებელს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სასწავლებლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სასწავლებლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. 4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 5. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სასწავლებელს შეუძლია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირებზე ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებაზე. 4. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.