“სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 13.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №7/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.089
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 13/01/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
| 2 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი |
| 3 | სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი |
| 4 | წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი |
| № | კომპონენტები და ღონისძიებები |
| გ) | სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.089
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №7/ნ
2010 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 35 12 02) და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. შეცდომის გასწორება - სსმIII, №5, 18.01.2010წ.; გვ.10
დანართი
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა/განვითარება/განახლება.
მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მშენებლობა, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და აღჭურვა.
მუხლი 3🔗. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები
1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ №21) შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
გ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მათ შორის: საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით).
2. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) შეძენა და მონტაჟი;
ბ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა;
გ) სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ სხივური თერაპიის აპარატის Teragam კობალტის მუხტის შეძენა (გამოცვლა).
3. სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი მოიცავს ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობას.
4. წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები;
ბ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა;
გ) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა.
5. საექსპერტო და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) სამუშაოების ექსპერტიზა;
ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება:
ბ.ა) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია;
ბ.ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია;
ბ.გ) ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗. განხორციელების მეთოდოლოგია
1. სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისი, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს” მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
2. სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზების ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
3. სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ სხივური თერაპიის აპარატის Teragam კობალტის მუხტის ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი“.
4. შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) და შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციისათვის, ასევე, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციისათვის სამედიცინო-ტექნიკურ დავალებას სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულება სავარაუდოა და მათი დაზუსტება მოხდება საპროექტო სამუშაოების შესყიდვის შედეგების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განხორციელება
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
მუხლი 6🔗. პროგრამის ბიუჯეტი
1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 18 265 000 ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
№
კომპონენტები და ღონისძიებები
ღირებულება (ლარებში)
1
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი
ა)
შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21);
5,363,000.00
ბ)
შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
1,737,000.00
გ)
შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მ.შ. საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით).
498,978.00
ქვეჯამი
7,598,978.00
2
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი
ა)
სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) შეძენა და მონტაჟი;
560,000.00
ბ)
სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა;
100,000.00
გ)
სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ სხი-ვური თერაპიის აპარატის Teragam კობალტის მუხტის შეძენა (გამოცვლა).
264,178.00
ქვეჯამი
924,178.00
3
სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი
ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათო-ლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობა.
6,125,000.00
ქვეჯამი
6,125,000.00
4
წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი
ა)
სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები;
869,481.00
ბ)
სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა;
950,000.00
გ)
სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა.
473,363.00
ქვეჯამი
2,292,844.00
ა)
სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები;
869,481.00
ბ)
სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა;
950,000.00
გ)
სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა.
473,363.00
ქვეჯამი
2,292,844.00
შეცდომის გასწორება - სსმIII, №5, 18.01.2010წ.; გვ.10