„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.023.014.091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 18/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.014.091

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №2

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებით (სსმ III, 15.03.2007, №35, მუხ. 418) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეურნეობის ფარგლებში არსებული ტერიტორიის (105 ჰექტარი) მართვა.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავის კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების (მათ შორის, საიჯარო) გაფორმება სარგავი და სათესი მასალის მიწოდებაზე, აგრეთვე მათი ფასიანი მომსახურება.“;

გ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მიზნებისთვის ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამწვანების ან/და განაშენიანების ღონისძიებებისთვის სარგავი მასალის უსასყიდლოდ გაცემა.“;

დ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეურნეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრს წარუდგენს მეურნეობის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას.“;

ვ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამეურნეო-ტექნიკური სამსახური.“;

ზ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეურნეო-ტექნიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე, ტყის რესურსების განვითარება და ნერგების გამოყვანის უზრუნველყოფა;

ბ) მეურნეობის ტერიტორიაზე მეურნეობის ქონების დაცვა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.01.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.023.014.091.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2, 12.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.014.091 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88864/