,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
040.110.050.10.003.000.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 07/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად:

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თოაბაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №141, მუხ. 1556) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“;

გ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – ქონების) სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესს.“;

დ) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაეცეს ვადით ან უვადოდ, სასყიდლით (ქირავნობა, იჯარა და სარგებლობის სხვა ფორმები) ან უსასყიდლოდ (თხოვება).“;

ე) დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა ფორმები), რის გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.“;

ვ) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:

ა) ქირავნობით;

ბ) იჯარით;

გ) თხოვებით;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.“;

ზ) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

თ) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი ნივთების მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს მათი საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი ნივთი გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულება.“;

ი) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი:

„41. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები მათ ბალანსზე რიცხულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (მცირეფასიანი ინვენტარი, ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, სამკურნალოწამლო საშუალებები, საბრძოლო მასალები, კვების პროდუქტები, საწვავ-საპოხი მასალები, ყველა სახის მარაგნაწილები და სხვა საბრუნავი საშუალებები) სხვა უწყებებს და დაწესებულებებს გადაცემენ საკუთარი გადაწყვეტილებით.“;

კ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს 42 პუნქტი:

„42. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომლებსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვთ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელონ თავის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა;

ლ) დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“;

მ) დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო საკუთრებაში არებული ქონება თხოვების ფორმებით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის კონკურსის ან აუქციონის გარეშე თხოვების ფორმებით ქონების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძვველზე.“;

ნ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ო) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით გადაცემის მიზანია ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს.“;

პ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლი;

ჟ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება და ღირებულება;

ბ) ცნობები აღნიშნული ქოების გადამცემისა და მიმღები პირის შეახებ;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის ოდენობა;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.“;

რ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს ხელშეკრულებით, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება სახელმწიფო ქონების მიმღები პირის მიერ.“;

ს) მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

სახელმწიფო ქონების ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სარგებლობის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი