“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.027.014.099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.014.099

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №8

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის №80 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 550) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე ან 14.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მოსამსახურეს უფორმებს სამივლინებო ფურცელს (დანართი №1).“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში (არა უმეტეს ორი დღის ხანგრძლივობით), მოსამსახურე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის სახელზე, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდისა და სათანადო მიზეზის მითითებით.

2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, მოსამსახურემ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილეს უნდა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.

3. წინასწარ ცნობილი მიზეზით ან/და მიზეზის გარეშე სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილეს.“;

გ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს გენერალური ინსპექცია და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“;

დ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.“;

ე) მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.“;

ვ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

„დანართი 3

 

შემოვლის ფურცელი

 

———————————————————————————————————————

(მოსამსახურის გვარი, სახელი)

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

 

————————————————————————————————————-——

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

ეკონომიკური დეპარტამენტი:

 

ა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

ბ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველო:

 

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტების

სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

მოსამსახურის ხელმოწერა ——————————————————-

 

თარიღი ___________________________________________

                                                                                                        “.