„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.22.027.014.102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.22.027.014.102

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №11

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებით (სსმ III, 24.08.2009 წ., №104, მუხ. 1169) დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების და მუშაკების მიერ წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუშაკების მიერ – საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ჩაიკერება წარდგენილი დოკუმენტების ასლები, და ადგენს წარდგინებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.“;

გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას, რომელიც ექვემდებარება საკადრო უზრუნველყოფის დეპარატამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ წინასწარ ვიზირებას, ადგენს მინისტრის სახელზე. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მინისტრის მიერ დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. მინისტრის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება მინისტრის ბრძანების გამოცემისა და სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელისათვის მოწმობის გაცემის საფუძველია.“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეზე, საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუშაკებისა) მოწმობის გაცემას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“;

ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარმოადგინოს შესაცვლელი მოწმობა, ასევე მოწმობის შეცვლის საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.“;

ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან (დოკუმენტურ და ელექტრონულ) რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელის სახელი, გვარი;

ბ) დაკავებული თანამდებობა, მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება;

გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;

დ) მოწმობის მოქმედების ვადა;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ვ) მონაცემები ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

ზ) მონაცემები მოწმობის შეცვლის და ახალი მოწმობის გაცემის თაობაზე;

თ) მოწმობის გამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ი) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი;

კ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელმაც შეასრულა რეესტრის ჩანაწერი.

2. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ გაცემული მოწმობების საფუძველზე, აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების რეესტრს.

3. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ვალდებულია სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების რეესტრში შეტანილი მონაცემების შესახებ.“;

ზ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს/საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი