საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.014.113
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 26/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.113

საქართველოს იუსტიციის

  მინისტრის ბრძანება №17

2010 წლის 26 იანვარი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. სააღრიცხვო ჟურნალების წარმოება

1. ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან აწარმოონ რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესის ამსახველი ჟურნალები. ჟურნალში რეგისტრაციისას დოკუმენტს სარე-გისტრაციო ნომერი მიენიჭება რიგითობის მიხედვით.

2. ტერიტორიული სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემას აღრიცხავენ ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით (ფორმა №2 და ფორმა №2) და დანართი №5-ით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე რეგისტრაციიდან მოხსნის, სათანადო შეტყობინებების და მოთხოვნების (შუამდგომლობების) მიღება-გაგზავნასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება საქმისწარმოების დადგენილი წესების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჟურნალები იწარმოება მატერიალური და/ან ელექტრონული ფორმით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი