„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.127
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №49
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 18.10.2007, №145, მუხ.1636) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომ – ქვედანაყოფი“):
ა) ოპერაციების სამმართველო;
ბ) ოპერატიული მომზადების სამმართველო;
გ) სამხედრო მართვის ცენტრი (სამმართველო).
მუხლი 14. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) ოპერაციების სამმართველო ოპერატიული მონაცემების საფუძველზე ახორციელებს: შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარების შეფასებას, ანალიზს, წინადადებების მომზადებას/წარდგენას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად. მონაწილეობს და ახორციელებს ოპერაციათა აღსრულების კოორდინაციას სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების) მართვასა და კონტროლში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სადაზვერვო ინფორმაციებზე მოთხოვნების დადგენას. შეიმუშავებს და აფორმებს გადაწყვეტილებებს გეგმებისა და საბრძოლო ბრძანებების სახით, მონაწილეობს სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, სამშვიდობო მისიების) დაგეგმვასა და აღსრულების კოორდინაციაში.
ბ) ოპერატიული მომზადების სამმართველო ახორციელებს გაერთიანებული (მათ შორის მრავალეროვნული) სწავლებების დაგეგმვას, ჩატარების ორგანიზებასა და კოორდინაციას; მონიტორინგს უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას, კოორდინაციას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის ღონისძიებების გეგმების შემუშავებას; რესურსებზე მოთხოვნების დაგეგმვას; განსაზღვრავს მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემის მოთხოვნებს; მონიტორინგს უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას.
გ) სამხედრო მართვის ცენტრი (სამმართველო) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველდღიური ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის მოხსენებების მომზადებას; საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფას, ინფორმაციების ურთიერთგაცვლას სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან; ახორციელებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიების აღსრულების კოორდინაციას; კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას ახორციელებს ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, ვითარების შეფასებას, ანალიზს, კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადებას/წარდგენას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად; შეიმუშავებს და აფორმებს გადაწყვეტილებებს გეგმების, საბრძოლო ბრძანებებისა და დირექტივების სახით.“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაშია 2010 წლის 28 იანვრიდან.
ბ. ახალაია