„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.026.014.130
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №52
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ.110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციური მოვალეობები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფორმაციული სისტემების ანალიზის სამმართველო, რომლის ფუნქციებია:
ა.ა) ინფორმაციული რესურსების მართვის პროცესის შესწავლა-ანალიზი;
ა.ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიზი და განვითარების პერსპექტივების დაგეგმვა;
ა.გ) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია;
ა.დ) მართვის ავტომატიზებული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება;
ა.ე) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების კონტროლი.
ბ) ინფორმაციული სისტემების დამუშავებისა და დანერგვის სამმართველო, რომლის ფუნქციებია:
ბ.ა) მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების ანალიზი;
ბ.ბ) მართვის ავტომატიზებული სისტემების ექსპლუატაციის კონტროლი;
ბ.გ) ავტომატიზებული სისტემის დანერგვისა და ტექნიკური პერსონალის სწავლება-გადამზადება;
ბ.დ)სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;
ბ.ე) ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესების კოორდინაცია;
ბ.ვ) ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის შექმნა ნატო-ს კოდიფიკაციის სისტემის პრინციპების შესაბამისად.
ბ.ზ) კოდიფიკაციის სისტემის გამოყენებისა და მისი განვითარების პროცესების მართვა.
2. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.
ბ. ახალაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.020.22.026.014.130.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №52, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.026.014.130 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89086/