⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.01.2010
ძალაში შესვლა 28.01.2010
ძალის დაკარგვა 03.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.132
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 27/01/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,506 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2010 მიღება
28.01.2010 ძალაში შესვლა
03.02.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } span.abzacixmlChar { } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:33.0pt 42.5pt 35.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.132 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №53 2010 წლის 27 იანვარი  ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.     მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.     მუხლი 3🔗. ბრძანება ძალაშია 2010 წლის 28 იანვრიდან. ბ. ახალაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ – გაერთიანებული შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მონაწილეობა გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამუშაო დღის ორგანიზებაში; ბ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამსახურებრივი თათბირების მომზადება და მათი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან გაერთიანებულ შტაბში შემოსული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება; დ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სპეციალური, განსაკუთრებული და საგანგებო დავალებების შესრულება; ე) შემოსული ინფორმაციის ანალიზი და გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ბრძანებების, დირექტივების, განკარგულებების, ანგარიშების, წერილებისა და მოხსენებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში);  ვ) გაერთიანებული შტაბის უფროსთან სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება; თ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება (კომპეტენციის ფარგლებში); ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების მონიტორინგი, წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ კორპუსებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა დაშვების რეჟიმის ორგანიზება, გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტებისა და სამმართველოების პირად შემადგენლობაზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების სწორი შენახვა და მიღება-გაცემის უზრუნველყოფა; ლ) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფა; მ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მოადგილეების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღრიცხვა; ადმინისტრაციული შენობების და ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება; დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა და შესაბამის ქვედანაყოფებში წარდგენა; ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების პირადი შემადგენლობისათვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა; პ) სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 6🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ან/და მათი წახალისების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 12🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი): ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; გ) საკომენდანტო სამმართველო; დ) საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო; ე) იურიდიული სამმართველო; ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო; ზ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური; თ) სამედიცინო პუნქტი.     მუხლი 13🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია: ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად ახორციელებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და აკონტროლებს ყოველგვარ საიდუმლო სამუშაოთა შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას გასატარებელ ღონისძიებებს. აწარმოებს მის დაქვემდებარებში არსებულ არქივს და ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას. უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ნატო-ს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას. საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები; ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – ახორციელებს არასაიდუმლო საქმისწარმოებას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ გამოცემული დავალებების შესრულების კონტროლს, გაერთიანებული შტაბის მმართველობის კომპიუტერულ მომსახურებას, პირადი შემადგენლობის მივლინებებისა და შვებულებების შესახებ მათი ბრძანებების მომზადებას, ახორციელებს კონტროლს გაერთიანებული შტაბის მმართველობისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ოფიცერთა და სერჟანტთა მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭებაზე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ კონტროლზე აყვანილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და გენერალური ინსპექციიდან მოსული დოკუმენტების კონტროლს, აწარმოებს არასაიდუმლო მასალების არქივს. საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები; გ) საკომენდანტო სამმართველო – ახორციელებს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაშვების რეჟიმს; კონტროლს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და წესრიგის დაცვაზე, გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტებისა და სამმართველოების პირად შემადგენლობაზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების სწორ შენახვასა და მიღება- გაცემის უზრუნველყოფას; საკომენდანტო ფუნქციების განსახორციელებლად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭედი; დ) საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო – ახორციელებს გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფას. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით; ე) იურიდიული სამმართველო – ახორციელებს გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ექსპერტიზას; გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტების მიერ მომზადებულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებზე ვიზირებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო – ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფას და მათ დროულ და სრულ აღრიცხვას; შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერება-შემოწმებას; საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კონტროლს სამეურნეო საქმიანობის კანონიერებასა და დოკუმენტების დროულად გაფორმებაზე; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინვენტარიზაციაში მონაწილეობასა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას და შესაბამის ქვედანაყოფში წარდგენას; ზ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური – უზრუნველყოფს სპორტულ კომპლექსში არსებული სავარჯიშო ტრენაჟორების, აგრეთვე სხვა სპორტული საშუალებების მუდმივ მზადყოფნას. გეგმავს და ახორციელებს სპორტულ შეჯიბრებებსა და ვარჯიშებს, ახორციელებს სპორტულ და ფიზკულტურულ საქმიანობას სამხედრო ნაწილებში; თ) სამედიცინო პუნქტი – უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული სამსახურების პირადი შემადგენლობის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.     მუხლი 14🔗. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 15🔗. ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.