„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.014.135
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №6/01
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ოპერაციების ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში (სსმ III,10.03.09წ., №26, მუხლი 341) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 საათით ადრე, ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით“.
მუხლი 2.
ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №06/01. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.050.18.011.014.135.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №06/01, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.014.135 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89104/