“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_ საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ”

მიღების თარიღი 31.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №20/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.009.167
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 31/08/2006
matsne.gov.ge 535 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_ საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ” სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.009.167 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №20/2006 2006 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარ­ჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 1. ზემო აფხაზეთის 2006 წლის 5 ოქტომბრის ად­გილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლო­ბითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგის­ტრაციის გავლის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არა უგვიანეს 2006 წლის 6 სექტემბრისა განცხადებით უნდა მიმართოს №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითე­ბული უნდა იყოს: ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საქარ­თველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პირადი ნომრები; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომად­გენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საკონ­ტაქტო ტელეფონი, საქართველოს მოქალაქის პირა­დობის მოწმობის და პირადი ნომრები; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელის მოწერა. 2. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე საინიციატივო ჯგუფს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. 3. თუ დაცულია ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს რეგის­ტრაციაში ატარებს განცხადების წარდგენიდან არა უგ­ვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 8 სექტემბრისა, ხოლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვე­ვაში დაუყოვნებლივ აცნობებს საინიციატივო ჯგუფის წარ­­მომადგენელს და მას 1 დღე ეძლევა განცხადების სრულ­ყოფისათვის. 4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგის­ტრა­ციის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2006 წლის 8 სექტემბრისა. 5. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 2006 წლის 12 სექტემბრისა და უნდა წარადგინოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პროფესია; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში, მიეთითება – „უმუშევარი“); ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები; ზ) რეგისტრაციის ადგილი; თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“). 6. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრო­ბის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიას. ამომრ­ჩეველ­თა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ ჯგუფის წევრთა და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი. 7. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღ­რიცხვო ბარათი ორ ცალად, რომელშიც მის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და პირადი ნომრები, რეგის­ტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანას­კნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭის­ყრაზე. 8. მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხდება საქრთველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარ­ჩევ­ნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვით­მმარ­თვე­ლობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრე­ბულოს არჩევნებისას, 2006 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე გაზეთები (გარდა პოლიტიკური პარტიის გაზეთისა), სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებ­რივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან საქარ­თვე­ლოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73-ე და 73​1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                            გ. ჩალაგაშვილი კომისიის მდივანი                                                                                      გ. მჭედლიძე