2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 30.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №16/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.009.172
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 31/08/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №16/2006
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრაციის გავლის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არა უგვიანეს 2006 წლის 5 სექტემბრისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პირადი ნომრები;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პირადი ნომრები;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელის მოწერა.
მუხლი 2🔗. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე საინიციატივო ჯგუფს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.
მუხლი 3🔗. თუ დაცულია ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში ატარებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა. ხოლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს და მას 1 დღე ეძლევა განცხადების სრულყოფისათვის.
მუხლი 4🔗. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.
მუხლი 5🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე