“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ”
მიღების თარიღი 30.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №18/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.174
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 31/08/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ”
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №18/2006
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
1. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად კონკურსი გამოცხადდეს არა უგვიანეს 2006 წლის 31 აგვისტოსი.
2. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად საბუთების მიღება იწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არა უგვიანეს 2006 წლის 2 სექტემბრისა.
3. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს არა უგვიანეს 2006 წლის 3 სექტემბრისა.
4. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს არა უგვიანეს 2006 წლის 5 სექტემბრისა.
5. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის საარჩევნო უბნებს ქმნის არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.
6. ცენტრალური საარჩევნო კომისია №86 ზემო აფხაზეთის საარჩევნო ოლქში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.
7. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.
8. საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არა უგვიანეს 2006 წლის 9 სექტემბრისა.
9. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს ნიშნავს არა უგვიანეს 2006 წლის 10 სექტემბრისა.
მუხლი 2🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე