“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_ საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე”

მიღების თარიღი 04.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №24/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.190
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 05/09/2006
matsne.gov.ge 216 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_ საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე” სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №24/2006 2006 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია უქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ: ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივი ჯგუფმა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადაში არ წარადგინა საკრებულოს წევრობის კანდიდატი; გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი; დ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე; ე) ამომრჩეველთა საინიციატივი ჯგუფმა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადაში არ გახსნა/წარადგინა საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში. მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                           გ. ჩალაგაშვილი კომისიის მდივანი                                                     გ. მჭედლიძე