„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე”
მიღების თარიღი 07.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.215
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 07/09/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე”
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №27/2006
2006 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია უქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ მისმა წარმდგენმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადაში არ გახსნა/წარადგინა საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე