„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ"
მიღების თარიღი 13.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №33/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.231
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 14/09/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ"
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.231
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №33/2006
2006 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის №86 ზემო აფხაზეთის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიის გაცნობა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა (22 სექტემბერისა).
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე