,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№189
სარეგისტრაციო კოდი
200.110.020.10.003.000.573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 24/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №189

2006 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 274) დამტკიცებულ წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესს.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,21. საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების გამო, ორგანიზაციას შეუძლია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქცია შეასრულოს ნებაყოფლობით, რასაც საანგარიშო წლის დაწყებამდე აცნობებს საგადასახადო დეპარტამენტს. ამასთან, თუ ორგანიზაცია ნებაყოფლობით შეასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციებს, საგადასახადო ორგანოები ვერ გამოიყენებენ საგადასახადო კოდექსის XVII თავით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზოგად დებულებებს, მათ შორის, საგადასახადო სანქციებს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტებად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გადამხდელი, ვის მაგივრადაც საგადასახადო აგენტმა შეასრულა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ფუნქციები.

22. ამ მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო დეპარტამენტისათვის წარსადგენ შეტყობინებას უნდა ერთოდეს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის თანხმობა ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით გადასახადის გადახდის შესახებ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი