„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1395
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.05.001.003.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 03/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პირის სახელზე გაცემულ დოკუმენტებში ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული არასწორი და, სავარაუდოდ, გაყალბებული მონაცემების შესწორების საფასური 150 ლარია.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქორწინების სახლში ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით:

ა.ა) შაბათს და კვირას რეგისტრაციისათვის – 150 ლარი;

ა.ბ) ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათ-კვირისა, რეგისტრაციისათვის – 90 ლარი;“;

გ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) 10 დღის ვადაში გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი.“;

დ) მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 5 დღის ვადაში გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 10 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 50 ლარი.“;

ე) 111 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-80 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;“;

ვ) 114 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 10 დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასური 380 ლარია.“;

ზ) 1110 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1111–1113 პუნქტები:

„1111. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია.

1112. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია.

1113. სააგენტოში ფოტოსურათის გადაღებისათვის, ორი ფოტოსურათის დამზადებით, მომსახურების საფასური 3 ლარია.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

    „მუხლი 51. მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე მომსახურებისთვის საზღვარგარეთ გადასახდელი საფასურის განაკვეთები

1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 70 დოლარია;

ბ) მე-60 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 140 დოლარია.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 70 დოლარია;

ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 140 დოლარია.

3. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 70 დოლარია;

ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 105 დოლარია.

4. დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე დღეს ნებართვის გაცემისთვის მომსახურების საფასური 130 დოლარია;

ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 210 დოლარია.

5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე დღეს ნებართვის გაცემისთვის მომსახურების საფასური 130 დოლარია;

ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 210 დოლარია.

6. ემიგრაციის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე დღეს ნებართვის გაცემისთვის მომსახურების საფასური 40 დოლარია;

ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 110 დოლარია.

7. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასური 140 დოლარია.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

    „მუხლი 71. საფასურის გადახდისგან განთავისუფლება

1. ამ კანონის მე-5 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ გადაიხდევინება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დოკუმენტებში ან მონაცემთა ბაზაში არასწორი მონაცემის შეტანა მექანიკური შეცდომის შედეგია და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;

ბ) არასწორი მონაცემი ეკუთვნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრს, რომლის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) არ აღემატება 57 001-ს.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის 1112 პუნქტითა და 51 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ გადაიხდევინება, თუ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 ივლისი.

№1395–რს