საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1537
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.003.580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 28/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი  

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1891 მუხლი:

    ,,მუხლი 1891

1. პარლამენტი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში ირჩევს 2 წევრს.

2. თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.

3. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. თუ საჭირო ხმების რაოდენობა ორზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი. თუ ორმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

5. თუ კანდიდატი ვერ აირჩა, ხელახალი არჩევნები ან არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

6. პარლამენტის მიერ არჩეული კომისიის წევრები როტაციის წესით შეცვლას ექვემდებარებიან კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1537–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.07.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1537. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.030.06.001.003.580.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“, №1537, 17.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.580 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89620/