„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1562
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.003.600
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 13/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორდინალური ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1562–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2009.
როდის იქნა მიღებული „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1562. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.05.001.003.600.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1562, 31.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.003.600 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89782/