„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1566
სარეგისტრაციო კოდი
120.160.040.05.001.003.602
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 13/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

�ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. �ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის �ი� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ი) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები � ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები, რომლებიც შედგება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისაგან, სახანძრო ან/და სამაშველო დანაყოფებისაგან;�.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. ეს კანონი არეგულირებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში არსებული ამოცანების გადაწყვეტისას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.�.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე იურიდიული პირები, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, მათ ხელთ არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით. თუ აღნიშნული ძალებითა და საშუალებებით შეუძლებელია საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობენ ერთიან სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოები.�.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის �ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ვ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაბამისი ძალების სწავლება და გადამზადება, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა და სპეციალისტთა მომზადება;�.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იურიდიული პირის ადმინისტრაცია ვალდებული არიან მოსახლეობას ოპერატიულად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტით).�.

6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის � გუბერნატორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში�.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

�მუხლი 11 1 . სახელმწიფო რწმუნებულის � გუბერნატორის უფლებამოსილება

სახელმწიფო რწმუნებული � გუბერნატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში;

ბ) კოორდინაციას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობას და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას;

გ) ეროვნული რეაგირების გეგმითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის � გუბერნატორის გამგებლობაში არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების გამოყენებას;

დ) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობის ევაკუაციას;

ე) კოორდინაციას უწევს ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) იღებს და ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში;

ზ) კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის;

თ) კოორდინაციას უწევს საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელ სამუშაოთა შესრულებას;

ი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციაში ორგანიზაციების უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით ღონისძიებების განხორციელებას;

კ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის სფეროში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.�.

8. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საგანგებო სიტუაციების პრევენციის, საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის, ეროვნული რეაგირების გეგმის განხორციელებისა და საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, მართვის დონეების მიხედვით, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის შემდეგი ორგანოები:

ა) ცენტრალური � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

ბ) ავტონომიური � აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები;

გ) რეგიონული � საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის � გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

დ) ადგილობრივი � ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები.�.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მუხლი 19. მოსახლეობის მომზადება საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მოსახლეობის მომზადებას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში.�.

10. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მუხლი 21. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების დაფინანსება

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრალური და რეგიონული ძალები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები � შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯზე.�.

11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მუხლი 27. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის რეგულირების სფეროში გამოსაცემი ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გამოსცეს დადგენილებები:

ა) საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.

2. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს დადგენილებები:

ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ;

ბ) უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.�.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1566�რს