„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1588
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.05.001.003.605
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 27/08/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“–„ჭ“ ქვეპუნქტები:

„ძ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი – ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული საშუალებები ან მათი კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შეცვლის მიზნით;

წ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – პროცესი, რომელიც მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და სახელმწიფო რეგისტრში გატარებას;

ჭ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი – აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის მიმართ, რომელიც სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე.“.

2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:

ა) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი.“.

3. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს:

ა) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესს;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმებს.

6. საქართველოს მთავრობა ადგენს სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიას მათ მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების აღიარების მიზნით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 10 აგვისტო.

№1588–რს

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.08.2009.
როდის იქნა მიღებული „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1588. სარეგისტრაციო კოდი — 340.090.000.05.001.003.605.
სად არის „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №1588, 10.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.003.605 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89824/