„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1606
სარეგისტრაციო კოდი
480.040.000.05.001.003.609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 13/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტიამოღებულიქნეს;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

„თ) დიპლომატიურითანამდებობისპირი – დიპლომატიურსამსახურშიდიპლომატიურთანამდებობაზედანიშნულიპირი, რომელსაცმინიჭებულიაქვსანსაქართველოსკანონმდებლობითდადგენილვადაშიდაწესითუნდამიენიჭოსდიპლომატიურირანგი;

ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკურიპერსონალი – საქართველოსკანონმდებლობისშესაბამისადსამინისტროსსისტემაშიარადიპლომატიურთანამდებობაზედანიშნულიანხელშეკრულებისსაფუძველზე სამუშაოდმიღებულისაქართველოსმოქალაქეები, რომლებიცადმინისტრაციულ-ტექნიკურმომსახურებასუწევენსამინისტროსცენტრალურაპარატს, დიპლომატიურწარმომადგენლობებსადასაკონსულოდაწესებულებებს;“;

გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

„ლ) დიპლომატიურისამსახურისაქტიურირეზერვი – საქართველოსპარლამენტისაპარატის, საქართველოსპრეზიდენტისადმინისტრაციის, საქართველოსმთავრობისკანცელარიის, საქართველოსთავდაცვისსამინისტროს, საქართველოსეროვნულიუშიშროებისსაბჭოს აპარატის, რეინტეგრაციისსაკითხებშისაქართველოსსახელმწიფომინისტრისაპარატის, დიასპორისსაკითხებშისაქართველოსსახელმწიფომინისტრისაპარატისდაევროპულდაევროატლანტიკურსტრუქტურებშიინტეგრაციისსაკითხებშისაქართველოსსახელმწიფომინისტრისაპარატისსაჯარომოხელეები, აგრეთვესაქართველოსშესაბამისისაერთაშორისოხელშეკრულებისანშეთანხმებისსაფუძველზესაქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროსდასაქართველოსსაგარეოდაზვერვისსპეციალურისამსახურისთანამშრომლები, რომლებიცმონაწილეობენქვეყნისსაგარეოპოლიტიკურიკურსისადასაერთაშორისოურთიერთობებისშესახებწინადადებებისშემუშავებასადაგანხორციელებაში. დიპლომატიურისამსახურისაქტიურრეზერვშიჩასარიცხიპირებისთანამდებობათანუსხა, გარდასაქართველოსპარლამენტისაპარატისსაჯარომოხელეებისა, საქართველოსსაგარეოსაქმეთა მინისტრისწარდგინებითგანისაზღვრებასაქართველოსპრეზიდენტისბრძანებულებით. დიპლომატიურისამსახურისაქტიურრეზერვშიჩასარიცხისაქართველოსპარლამენტისაპარატისსაჯარომოხელეებისნუსხასადგენსსაქართველოსპარლამენტისთავმჯდომარე;

მ) მომსახურეპერსონალი – ხელშეკრულებისსაფუძველზესამუშაოდმიღებული, სათანადოკვალიფიკაციისმქონესაქართველოსადაუცხოქვეყნისმოქალაქეები, რომლებიც, „დიპლომატიურიურთიერთობისშესახებ“ 1961 წლისვენისკონვენციისადა „საკონსულოურთიერთობისშესახებ“ 1963 წლისვენისკონვენციისშესაბამისად, ემსახურებიანდიპლომატიურწარმომადგენლობებსადასაკონსულოდაწესებულებებს;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

„პ) ოჯახისწევრი – დიპლომატიურითანამდებობისპირისადაადმინისტრაციულ-ტექნიკურიპერსონალისმეუღლე, არასრულწლოვანიშვილი, არასრულწლოვანიგერი, მეურვეობისანმზრუნველობისქვეშმყოფიპირი;“;

ე) „რ“ ქვეპუნქტისშემდეგდაემატოსშემდეგიშინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) თავდაცვისატაშე – საქართველოსთავდაცვისმინისტრისბრძანებით, სამინისტროსთანშეთანხმებით, ადგილსამყოფელსახელმწიფოშიაკრედიტებულისამხედრომოსამსახურე, რომელიცსამხედროხასიათისურთიერთობებში, თავისიკომპეტენციისფარგლებში, წარმოადგენსსაქართველოს.“.

2. მე-3 მუხლიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

„მუხლი 3. დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დიპლომატიურისამსახურისძირითადიამოცანებიდაფუნქციებია:

ა) დიპლომატიურისაშუალებებითსაქართველოსსუვერენიტეტის, ქვეყნისუსაფრთხოების, მისიტერიტორიულიმთლიანობისადასაზღვრებისურღვევობისდასახელმწიფოებრივიინტერესებისდაცვა;

ბ) საქართველოსსაგარეოპოლიტიკურიკურსისძირითადიმიმართულებებისშესახებწინადადებებისშემუშავება;

გ) საერთაშორისოურთიერთობებშისაქართველოსინტერესებისწარმოდგენადადაცვა;

დ) საქართველოსუსაფრთხოებისადასაერთაშორისოსტატუსისგანმტკიცება;

ე) საქართველოსადასხვასახელმწიფოებსადასაერთაშორისოორგანიზაციებსშორისპოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიეროდასხვასახისკავშირებისგანმტკიცება;

ვ) საერთაშორისოურთიერთობებშისაქართველოსსახელმწიფოდაწესებულებებისსაქმიანობისკოორდინაცია;

ზ) სხვასახელმწიფოებთანსაქართველოსსაკონსულოპოლიტიკისგატარება;

თ) საზღვარგარეთგანლაგებულისაქართველოსსაზოგადოებრივიორგანიზაციებისადადაწესებულებებისსაქმიანობისათვისხელისშეწყობა;

ი) კომპეტენციისფარგლებშისაქართველოსმოქალაქეთაძირითადიუფლებებისადათავისუფლებებისდაცვა;

კ) ადამიანისსაყოველთაოდაღიარებულუფლებათადათავისუფლებათადაცვისათვისხელისშეწყობა;

ლ) საერთაშორისოდარეგიონულიმშვიდობისადაუსაფრთხოებისგანმტკიცებისათვისხელისშეწყობა;

მ) საერთაშორისოსამართლისსაყოველთაოდაღიარებულიპრინციპებისადანორმებისგანუხრელიდაცვისადაშემდგომიგანვითარებისათვისხელისშეწყობა.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველიპუნქტის „გ“ ქვეპუნქტიამოღებულიქნეს;

ბ) პირველიპუნქტისშემდეგდაემატოსშემდეგიშინაარსის 11 პუნქტი:

„11. ორსახელმწიფოსშორისდიპლომატიურიურთიერთობისგაწყვეტისან/დადიპლომატიურიწარმომადგენლობისსაბოლოოანდროებითიგაწვევისშემთხვევაშიშესაძლებელიასახელმწიფოსადამოქალაქეთაინტერესებისდაცვამიენდოსმესამესახელმწიფოს, რომელიცმისაღებიიქნებაადგილსამყოფელისახელმწიფოსათვის.“.

4. II თავისსათაურიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:  

„დიპლომატიურისამსახურისსაკადროშემადგენლობადადიპლომატიურითანამდებობები“.

5. მე-10–მე-14 მუხლებიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

„მუხლი 10. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობების კატეგორიები

დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობების შემდეგი კატეგორიებია:

ა) დიპლომატიური თანამდებობა;

ბ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამდებობა;

გ) მომსახურე პერსონალის თანამდებობა.

     მუხლი 11. დიპლომატიური თანამდებობები

დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა;

ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობა;

გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა.

     მუხლი 12. უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობები

უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) მინისტრი;

ბ) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე;

გ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;

დ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს გენერალური კონსული;

ზ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

     მუხლი 13. უფროსი დიპლომატიური თანამდებობები

უფროსი დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

ე) უფროსი მრჩეველი;

ვ) კონსული;

ზ) მრჩეველი;

თ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

     მუხლი 14. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობები

უმცროსი დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) ვიცე-კონსული;

ბ) პირველი მდივანი;

გ) საკონსულო აგენტი;

დ) მეორე მდივანი;

ე) მესამე მდივანი;

ვ) ატაშე;

ზ) თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები.“.

6. მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი.“.

7. მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსის წესით დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და ორ უცხოურ ენას.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ კანონის მე-12 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობაზე ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, უნდა შეივსოს:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;

ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან სამი თვის ვადაში ცხადდება კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.“.

9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხოურ ენას და აქვს საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

2. საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას.

3. თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსთან შეთანხმებით, ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას.“.

10. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თანამდებობის პირის მძიმე ავადმყოფობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.“.

11. 26-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე, მათი თანხმობით ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და ვაკანტური თანამდებობის დაკავებისას მიენიჭებათ უპირატესობა მათი დიპლომატიური რანგისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის სხვა შემთხვევები და პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“.

13. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება

1. მინისტრი უფლებამოსილია:

ა) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს 1 წლამდე;

ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თანამდებობის პირს მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მისი მივლინების ვადის გასვლამდე, გაუგრძელოს მივლინების ვადა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა დაკომპლექტდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.“.

14. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა აითვლება ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.“.

15. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

16. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და მისი ოჯახის წევრებისა, დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, მინისტრის წარდგინებით, იღებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

17. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტრო ყველა ხარჯის, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურის, დასაფარავად გასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას.“.

18. 49-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „გ.ა“, „გ.ვ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 171 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ დიპლომატიური თანამდებობების მიმართ, რომლებზედაც 2009 წლის 10 აგვისტომდე დანიშნულია კონკურსის წესით დასანიშნი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოსპრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 6 აგვისტო.

№1606–რს