„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1695
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.003.635
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 12/10/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულის განთავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური სამსახურის მუშაკი ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ მსჯავრდებული განთავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. თუ არ არის ცნობილი მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვ-რებელი ადგილი, სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი თვითმმართველობის იმ ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც ცხოვრობდა მსჯავრდებული.“.

2. 93-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ადგი-ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. სასჯელაღსრულების დაწესებულების მუშაკები ამ კომისიის შემადგენლობაში არ შედიან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1695–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.09.2009.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1695. სარეგისტრაციო კოდი — 100.030.010.05.001.003.635.
სად არის „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1695, 24.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.635 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89980/