საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 17.02.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2713 მუხლი:
„მუხლი 2713
1. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი, უფლება აქვთ 2010 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. განცხადება განსახილველად 3 დღის ვადაში გადაეცემა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომელიც ერთი კვირის ვადაში განიხილავს მას და სათანადო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს,რომელსაც პ არლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.“.
მუხლი 2.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამე ნ ტის თავმჯდომარე დ . ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 6 ოქტომბერი.
№1718_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1718. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.030.06.001.003.643.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“, №1718, 06.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.643 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90028/