1. საექსპერტო კვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.
2. საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის.
3. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუხარჯავი ნაწილი შეფუთული და დალუქული სახით უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს, ხოლო თუ ექსპერტიზა ტარდება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საექსპერტო კვლევის ობიექტი უბრუნდება მხარეს, რომელთანაც ის ინახებოდა ექსპერტიზის დანიშვნამდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №2კ-517აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2022
…დასკვნების სისწორე, შინაარსი და მიუთითეს, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტურობასა და რელევანტურობაში ეჭვი არ ეპარება. საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საკვლევი ობიექტების ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიგონზე საბრძოლო…
საქმე №2კ-129აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
…2020 წლის 13 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის N..... დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამოღებული 2 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარა თავისი ფალიით ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის, ხოლო…
საქმე №2კ-1057აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2011
…არსებობაზე ნათლად მიუთითებს. ოქმში მითითებულია დაკავების საფუძველი, კერძოდ, გ. რ-ი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და უსაფუძვლოა კასატორის მითითებები დაკავების საფუძვლის არარსებობის, ისევე, როგორც სსსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ (ს.ფ. 5-9; 14-17). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების…
…დამკვეთმა წინასწარ გააფრთხილა საექსპერტო დაწესებულება ბიოლოგიური ნიმუშების შენახვის თაობაზე, ამასთან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გამოსაკვლევი ობიექტები წარმოადგენდა დამკვეთის კუთვნილებას (დაწვრილებით იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილი). 3.3. სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად არ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 145, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-145/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია