მუხლი 163. ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი
თავი XVII — სხვა საპროცესო მოქმედებები
საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, ბრალდებულია (მსჯავრდებულია) ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის/ დოკუმენტის გამოყენებით იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.07.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 163. ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, ბრალდებულია (მსჯავრდებულია) ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის/ დოკუმენტის გამოყენებით იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №2კ-737აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2021
…საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დადასტურდა დ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ, ფოტოსურათებით ამოცნობები ჩატარებულია შემთხვევის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით; დაუდგენელია, საიდან მოიპოვა გამომძიებელმა ფოტოსურათები და საიდანაა მისთვის ცნობილი, რომ…
…ა. მ-ის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველია მის მიერ თანამდებობრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა კონკრეტულ ¹1004879, ¹170431 და ¹0104822 სისხლის სამართლის საქმეებზე საპატიმრო ვადის გაგრძელებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაში და კოდექსის 392-ე მუხლის დარღვევით საქმის წარმოების არასწორად შეჩერებაში. აღნიშნული…
…პირი ან საგანი, წინასწარ უნდა დაიკითხოს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა ვითარებაშიც მას უნახავს სათანადო პირი ან საგანი და იმ ნიშნებისა და თავისებურებათა შესახებ, რომელთა მიხედვითაც შეუძლია მას ამოცნობა. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის თანახმად, კი ამოსაცნობი პირი ამომცნობს წარედგინება სხვა პირებთან ერთად, რომელთა რიცხვი სამზე ნაკლები არ უნდა იყოს და…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 11. ნეიტრალური ელემენტები— სასაქონლო პოზიცია
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებზე ჩასატარებელი სამუშაოები ან გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3)
მუხლი 10. ნეიტრალური ელემენტები— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
მუხლი 10. ნეიტრალური ელემენტები— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 163, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-163/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია