,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“

მიღების თარიღი 08.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.590
გამოქვეყნების წყარო სსმ, 151, 09/11/2006
matsne.gov.ge 552 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №206 2006 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტი; ბ) შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ბარამიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ვატიტაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ლაშხია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით შავერდაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი მიხეილ ჩხაიძე – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 დეკემბრამდე: ა) შეადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსი; ბ) ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; გ) დაამუშაოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაცია სათანადო წესით (დაარქივება-სისტემატიზაცია); დ) სალიკვიდაციო პროცესებთან დაკავშირებით გადაწყვიტოს სხვა საკითხები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გაფრთხილება (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ) და გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლების (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია, გასასვლელი დახმარება და სხვ.) გაცემა. 4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 5. ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 6. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 8 ნოემბრიდან. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი