ნორმატიული აქტების შესახებ · რედაქცია 17.12.2025
მუხლი 322. ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად გაგზავნის დროებითი წესი
თავი VII — გარდამავალი დებულებანი
2018 წლის 1 ივლისამდე დასაშვებია, ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების გარეშე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№667
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.
თავი VIII. დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.04.2017 კანონი №667
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, მუხლი 322, №1876, 22.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.003.647 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90052/muxli-322/